ტაბარის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაბარის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Tabar Islands

კუნძულ ტაბარის სამხრეთი ნაწილი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 2°49′ ს. გ. 151°57′ ა. გ. / 2.817° ს. გ. 151.950° ა. გ. / -2.817; 151.950
კუნძულთა რაოდენობა 5
მთავარი კუნძული ტაბარი
ფართობი 230 კმ²
უმაღლესი წერტილი 621 მ
ბეირარი
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია ახალი ირლანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა 3920 (2000)
სიმჭიდროვე 17,043 ად. /კმ²

ტაბარის კუნძულები (ინგლ. Tabar Islands) — არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულოვანი რკალის ნაწილია, რომელიც გადაჭიმულია კუნძულ ახალი ირლანდიის სანაპიროდან 600 კმ-ზე. ადმინისტრაციულად ეკუთვნის რეგიონ აილენდსის პროვინცია ახალ ირლანდიას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაბარის კუნძულები მდებარეობს 24 კმ-ში ჩრდილოეთში კუნძულ ახალი ირლანდიის აღმოსავლეთი სანაპიროს ცენტრალური ნაწილიდან და 51 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით ლიჰირის კუნძულებიდან[1]. კუნძულები რკალ ტაბარი — ლიჰირი — ტანგა — ფენის ნაწილია. კუნძულების ჯგუფი შედგება სამი მთავარი კუნძულისაგან: ტაბარი (სამხრეთით), ტატაუ (ცენტრში) და სიმბერი (ჩრდილოეთით); პატარა მაბუასაგან და ძალიან პატარა მარუიუსაგან. კუნძულების ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 230 კმ²-ს.

ტაბარის კუნძული გაჭიმულია ხაზზე ჩრდილოეთი — სამხრეთი 20 კმ-ზე სიგანით სამხრეთ ნაწილში 9 კმ, ხოლო ცენტრალურში — დაახლოებით 2 კმ. კუნძულ ტატაუს ზომებია — 16 კმ 11 კმ-ზე, მაქსიმალური სიმაღლით 402 მ, სიმბერის კუნძულის — 8 კმ 7 კმ-ზე, მაქსიმალური სიმაღლით 299 მ. კუნძულები ტაბარი და ტატაუ ერთმანეთისგან გამოყოფილია ვიწრო სრუტით — სარაუარე, სიგანით 500 მეტრზე ნაკლები[1]. კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა. ტაბარის კუნძული ჩამოყალიბდა ორი ერთმანეთთან შეერთებული პლეისტოცენური ვულკანით, რომლის ჯიშების ასაკია დაახლოებით 1 მილიონი წელი. კუნძულების მაქსიმალური სიმაღლეა — ბეირარის მწვერვალი ტაბარის კუნძულის სამხრეთ ნაწილში, სიმაღლით 621 მ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპელთაგან კუნძულები პირველებმა აღმოაჩინეს ჰოლანდიელებმა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა, რომლებმაც კუნძულების გვერდით გაცურეს 1616 წელს. 1643 წელს აბელ ტასმანმა ხელმეორედ აღმოაჩინა კუნძულები. 1885 წელს კუნძულები გახდა გერმანიის კოლონიების ნაწილი ოკეანეთში, ხოლო 1899 წლიდან ისინი ადმინისტრაციულად დაუქვემდებარეს გერმანიის ახალ გვინეას. 1914 წელს არქიპელაგი დაიკავა ავსტრალიის ჯარმა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კუნძულები მმართველობის ქვეშ გადაეცა ავსტრალიას. 1975 წლიდან ტაბარის კუნძულები დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის აღწერის თანახმად კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 3920 ადამიანს. ადმინისტრაციულად კუნძულები ეკუთვნის ადგილობრივი დონის მთავრობას — სენტრალ ნიუ აილან რურალ-ს (ინგლ. Sentral Niu Ailan Rural). კუნძულებისთვის დამახასიათებელია ცერემონიის კულტურა, ძველი ნიღაბის — მალაგანის (ინგლ. Malagan) გამოყენებით[2].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმბერის კუნძულზე არსებობს ოქროს წიაღისეული. 2008 წელს ადგილობრივ საბადოზე მოიპოვეს 150 000 უნცია ოქრო. 2010 წლისთვის იგეგმება მოპოვების გაზრდა 75 000 — 80 000 უნციამდე[3]. წარმოებს გეოლოგიურ-საკვლევი სამუშაოები კუნძულებზე ტაბარი და ტატაუ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Tabar Islands. www.oceandots.com. ციტირების თარიღი: 10 აპრილი 2010.
  2. Gunn, Michael; Phillipe Feltier, New Ireland: Art of the South Pacific, Milan: Continents Editions, 2006, ISBN 88-7439-369-5.
  3. Exploration Update: Tatau and Big Tabar Islands (PNG). Allied Gold Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 10 აპრილი 2010.