ახალი ირლანდია (პროვინცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახალი ირლანდია
ინგლ. New Ireland Province
დროშა
Flag of New Ireland.svg

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Kavieng
კოორდინატები 3°00′00″ ს. გ. 151°30′00″ ა. გ. / 3.00000° ს. გ. 151.50000° ა. გ. / -3.00000; 151.50000
მმართველი Julius Chan
ფართობი 9557 კმ²
მოსახლეობა 194 067 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 20,31 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]
ISO 3166 კოდი PG-NIK[1]
Papua new guinea new ireland province.png

ახალი ირლანდია (ინგლ. New Ireland Province), (ადრე ახალი მეკლენბურგი გერმ. Neu-Mecklenburg) — პაპუა-ახალი გვინეის უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ყველაზე დიდი კუნძულია ახალი ირლანდია. მის შემადგენლობაში ასევე შედის რამდენიმე უფრო პატარა კუნძულები: სენტ-მატაიასის კუნძულები (მუსაუ, ემირაუ და 8 სხვა), ახალი ჰანოვერი, ჯაული, ტაბარის კუნძულები (ტაბარი, ტატაუ, სიმბერი, მაბუა, მარუიუ), ლიჰირის კუნძულები (სამბიეტი, მალი, მანური, მასაჰეტი, ლიჰირი), ტანგას კუნძულები (მალენდოკი, ბოანგი, ლიფი, ტეფა, ბიტლიკი, ბიტბოკი), ფენის კუნძულები (ამბაიტლი, ბაბასე) და ანირი.

პროვინციის საერთო ფართობი შეადგენს 9557 კმ². პროვინციის შიდა წყლების (განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) ფართობი შეადგენს დაახლოებით 230 000 კმ²-ს.

მცენარეულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის რევოლუციის დაწყებისას დაკარგული სამეცნიერო ექსპედიციის ძებნის დროს გემმა La Recherche, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა გამოჩენილი ფრანგი ბოტანიკოსი ჟაკ-ჟულიენ ოტუ დე ლაბილიარდიერი, გაცურა კუნძულ ახალი ირლანდიის ახლოს. მეცნიერმა თავის დღიურში აღნიშნა ტექის ხის ტყის მასივი, რომელიც გავრცელებულია ინდოეთში და ტაილანდში მატერიკულ აზიაში, ასევე კუნძულ იავაზე (ინდონეზიის არქიპელაგი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკანასკნელი ბოლო 40 000 წლის განმავლობაში შეიძლება გამოიყოს კუნძულზე მოსახლეობის მიგრაციის როგორც მინიმუმ სამი გამოკვეთილი ტალღა. დაახლოებით 3300 წლის წინ კუნძულზე არსებობდა ცნობილი ლაპიტას კულტურა. აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ჩინეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ცივილიზაციებთან კონტაქტებს აქვთ საკმაოდ ძველი ისტორია.

ევროპელთაგან პირველებმა, ჰოლანდიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს კუნძულები 1616 წელს. ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ახალი ირლანდიის კუნძული იყო ახალი ბრიტანეთის კუნძულის ნაწილი, მაგრამ ბრიტანელმა მოგზაურმა ფილიპ კარტერეტმა კუნძულებს შორის აღმოაჩინა ყურე და დღევანდელ ახალ ირლანდიას დაარქვა Nova Hibernia.

1870-იანი და 1880-იანი წლების განმავლობაში ფრანგი დიდებული — მარკიზი დე რეიესი, უშედეგოდ ცდილობდა კუნძულის, რომელსაც მან უწოდა კოლონია ახალი საფრანგეთი (ფრანგ. La Nouvelle France) კოლონიზირებას. მან ორგანიზება გაუკეთა კოლონისტების ოთხ უშედეგო ექსპედიციას (ყველა ადამიანი დაიღუპა), ყველაზე ცნობილი დამთავრდა 123 დასახლებულის სიკვდილით.

კუნძულზე მისიონერების აქტიურობა ფაქტობრივად არ არსებობდა 1877 წელს გერმანიის იმპერიის კოლონიზაციის დაწყებამდე, რომლის დროსაც კუნძული, სახელად ახალი მეკლენბურგი შევიდა გერმანიის ახალი გვინეის შემადგენლობაში, ანუ დღევანდელი პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში.

ბლექბირდინგი (ინგლ. Blackbirding) — აბორიგენი ეროვნების ახალგაზრდა ადამიანების იძულებითი გადაადგილება პლანტაციებში სამუშაოდ — ფართედ იყო გავრცელებული ახალ მეკლენბურგში დაწყებული XIX საუკუნის ბოლოდან.

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში კუნძულზე კონტროლი დაამყარა ავსტრალიამ და სახელად ახალი ირლანდია დაარქვა. 1921 წელს ერთა ლიგის გადაწყვეტილების თანახმად ახალი ირლანდია გამოცხადდა სამეურვეო ახალი გვინეის ტერიტორიად, ავსტრალიის მმართველობის ქვეშ.

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულის ოკუპაცია მოახდინა იაპონიის შეიარაღებულმა ძალებმა 1941 წლის იანვრიდან 1945 წლის სექტემბრის ჩათვლით.

ავსტრალიის კოლონიალური ადმინისტრაცია მართავდა ტერიტორიას 1975 წელს პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ირლანდიის პროვინციის ენობრივი არეალის რუკა.

2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 194 067 ადამიანი, ურბანიზაციის დონე საკმაოდ დაბალია — მოსახლეობის 90 %-ზე მეტი ცხოვრობს სოფლის მცირე დასახლებულ პუნქტებში. მოსახლეობა საკმაოდ ახალგაზრდაა — საშუალო ასაკი შეადგენს 18,7 წელს. მოსახლეობის დაახლოებით 40 %-ს შეადგენენ ახალგაზრდა ასაკის პირები (15 წელზე უმცროსი), მაშინ როდესაც უფროსი ასაკის პირები (65 წელზე უფროსი) მხოლოდ 3 %-ია[2].

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კავიენგი — მდებარეობს მთავარი კუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. ნამატანაი — კუნძულზე სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც მდებარეობს კუნძულის სიგრძის 2/3-ზე დედაქალაქიდან. ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთ სანაპიროზე გამავალი ავტოგზა ბოლუმინსკი-ჰაივეი.

პროვინციის მოსახლეობა ლაპარაკობს 20 ენაზე, დიალექტებისა და სუბდიალექტების რაოდენობა დაახლოებით 45-ია. ყველა ენა მიეკუთვნება ავსტრონეზიული ენების ოჯახის, დასავლეთოკეანეთის ფრთის ახალირლანდიურ ენობრივ ჯგუფს, ერთადერთი იზოლირებული ენის კუოტის გამოკლებით.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ირლანდიის პროვინციის ადმინისტრაციული რუკა.

პაპუა-ახალი გვინეის თითოეული პროვინცია იყოფა ერთ და უფრო მეტ რაიონებად, ხოლო თითოეული რაიონი ადგილობრივი თვითმმართველობის ოლქებად (ინგლ. Local Level Government (LLG) areas)[3].

რაიონი რაიონული ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ოლქი
კავიენგის რაიონი კავიენგი კავიენგის საქალაქო ოლქი
ლავონგაის სასოფლო ოლქი
მიურატის სასოფლო ოლქი
ტიკანას სასოფლო ოლქი
ნამატანაის რაიონი ნამატანაი კონოაგილის სასოფლო ოლქი
ნამატანაის სასოფლო ოლქი
ნიმამარის სასოფლო ოლქი
სენტრალ ნიუ აილანის სასოფლო ოლქი
ტანირის სასოფლო ოლქი

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ირლანდიის კულტურა ძველი და ახალი ელემენტების ნარევია: ტრადიციული კულტის პრაქტიკა (წეს-ჩვეულებები) ფართედ გავრცელებულია და ყველგან პატივსაცემია, მაგრამ დღეისათვის საზოგადოების სტრუქტურა განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებას მისიონერთა აქტიური გავლენის, ურბანიზაციის და თანამედროვე გლობალური კულტურის გამო.

ახალი ირლანდიის ყველაზე ცნობილი კლასიკური კულტურაა მალაგანის კულტურა — სიტყვა ნალიკის ენიდან, რომელიც გამოხატავს კუნძულის ტერიტორიის დიდ ნაწილზე არსებულ ძველ და წეს-ჩვეულებების დაფასებულ სისტემას და ცერემონიებს. სიტყვა «მალაგანი» კუნძულზე ასევე ნიშნავს ხელოვნების სახეობას, რომელშიც გარდაცვლილები გამოისახებიან სხვადასხვა ხის ნიღბების სახით. მალაგანის ნიღბებს აქვთ სიმბოლური მნიშვნელობა, გარდაცვლილების გახსენება ხდება სპეციალური ცერემონიის დროს ნიღბების დახმარებით: ნიღბებში, მათი რწმენით, შედიან ტომის წევრების გარდაცვლილთა სულები. კოლონიალურ დროს მალაგანის ნიღბები იყო ევროპელთა კოლექციის საგანი, დღეისათვის ისინი შეიძლება ვნახოთ ევროპის ქვეყნების ბევრ მუზეუმებში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. 2000 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები.
  3. National Statistical Office of Papua New Guinea