ტანგანიიკა
ტანგანიიკა | |
---|---|
ინგლ. Lake Tanganyika ფრანგ. Lac Tanganyika სუაჰ. ziwa Tanganyika | |
ტანგანიიკა კოსმოსიდან | |
კოორდინატები: 6°30′ ს. გ. 29°50′ ა. გ. / 6.500° ს. გ. 29.833° ა. გ. | |
მდებარეობა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ტანზანია ზამბია ბურუნდი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 773 მ |
სიგრძე | 650 კმ |
სიგანე | 40-80 კმ |
ფართობი | 34 ათ. კმ² |
მოცულობა | 18 900 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 1828 კმ |
საშუალო სიღრმე | 570 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1470 მ |
აუზის ფართობი | 224 000 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | მალაგარასი რუზიზი |
გამომდინარე მდინარე | ლუკუგა |
ტანგანიიკა (ინგლ. Lake Tanganyika, ფრანგ. Lac Tanganyika, სუაჰ. ziwa Tanganyika) — ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე. სიგრძე დაახლოებით 650 კმ, სიგანე 40-80 კმ, ზედაპირის ფართობი — 34 ათასი კმ². მდებარეობს ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე, ტექტონიკურ ქვაბულში. მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ (ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში). ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ². ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი; მდინარე ლუკუგის საშუალებით ტანგანიიკა უკავშირდება მდინარე ლუალაბას.
ტანგანიიკა წელიწადში საშუალოდ 64,8 კმ³ წყალს იღებს. წყლის დონე მაღალია აპრილსა და მაისში, დაბალი — ოქტომბერსა და ნოემბერში. ზოგჯერ იცის სეიშები. წყალი მტკნარია. მისი ტემპერატურა ზედაპირზე 23,6-23,8 °C-დან 26,5 °C-მდეა. 400 მეტრის ქვემოთ ტბის ფსკერამდე ტემპერატურა მუდმივია, დაახლოებით 23 °C. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხლისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ფაუნის დაახლოებით 75 % ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულია თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა აღმოაჩინეს 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტანგანიიკა“ ვიკისაწყობში.
- ტანგანიიკა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)