ტაავი რიივასი
იერსახე
ტაავი რიივასი | |
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მარტი, 2014 – 23 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | ტოომას ჰენდრიკ ილვესი |
წინამორბედი | ანდრუს ანსიპი |
მემკვიდრე | იური რატასი |
დაბადებული | 26 სექტემბერი, 1979 ტალინი, ესტონეთის სსრ |
პოლიტიკური პარტია | რეფორმის პარტია |
ტაავი რიივასი (ესტ. Taavi Rõivas; დ. 26 სექტემბერი, 1979, ტალინი) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2014-2016 წლებში[1]. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური მსოფლიოში.
დაიბადა ტალინში 1979 წელს. დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტი. ახალგაზრდა ასაკში გახდა რეფორმის პარტიის წევრი. 2012 წელს ანდრუს ანსიპის მთავრობაში დაიკავა სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობა. 2014 წელს გადადგა პრემიერ-მინისტრი ანსიპი, მისი რეკომენდაციით პრეზიდენტმა ილვესმა ახალი მთავრობის ფორმირება ტაავი რიივასის დაავალა[2].
ესტონური ენის გარდა ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფინურ ენებს[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Андрус Ансип освободил свой кабинет для Таави Рыйваса.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-28. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
- ↑ Новый состав правительства Таави Рыйваса станет известен ко вторнику.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-28. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
- ↑ Viron tuleva pääministeri Taavi Rõivas, 34: Emme saa Suomea kiinni elintasossa - Viro - Ulkomaat - Helsingin Sanomat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-23. ციტირების თარიღი: 2015-04-13.