მარტ სიიმანი
იერსახე
| მარტ სიიმანი | |
| ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 17 მარტი, 1997 – 25 მარტი, 1999 | |
| პრეზიდენტი | ლენარტ მერი |
| წინამორბედი | ტიიტ ვიაჰი |
| მემკვიდრე | მარტ ლაარი |
| დაბადებული | 21 სექტემბერი, 1946 კილინგი-ნიმე, ესტონეთის სსრ |
| პოლიტიკური პარტია | ესტონეთის კოალიციური პარტია |
| პროფესია | ფილოლოგ-ფსიქოლოგი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მარტ სიიმანი (ესტ. Mart Siimann; დ. 21 სექტემბერი, 1946, კილინგი-ნიმე, ესტონეთი) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1997-1999 წლებში.
დაიბადა კილინგი-ნიმეში, სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1971 წელს ფილოლოგ-ფსიქოლოგის სპეციალობით. 1987 წლიდან ესტონეთის რადიოს ხელმძღვანელობს. 1989 წლიდან ესტონეთის ტელევიზიის გენერალური დირექტორია. 1995 წელს აირჩიეს რიიგიკოგუს წევრად.1997-1999 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. 2001 წლიდან ესტონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ხოლო 2003 წლიდან პრეზიდენტ არნოლდ რუიტელის მრჩეველია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mart Siimann peab moodustama valitsuse დაარქივებული 2011-11-30 საიტზე Wayback Machine. (ესტონური)
- Новым президентом НОК стал Март Сийманн[მკვდარი ბმული]