ოტო შტრანდმანი
იერსახე
| ოტო შტრანდმანი | |
| ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 9 მაისი, 1919 – 18 ნოემბერი, 1919 | |
| წინამორბედი | კონსტანტინ პიატსი |
| მემკვიდრე | იან ტინისონი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 9 ივლისი, 1929 – 12 თებერვალი, 1931 | |
| წინამორბედი | აუგუსტ რეი |
| მემკვიდრე | კონსტანტინ პიატსი |
| დაბადებული | 30 ნოემბერი, 1875 ვანდუ, ესტონეთი |
| გარდაცვლილი | 5 თებერვალი, 1941 კადრინა, ესტონეთი |
| მეუღლე | ლიდია შტრანდმანი |
| რელიგია | პროტესტანტიზმი |
ოტო აუგუსტ შტრანდმანი (ესტ. Otto August Strandman; დ. 30 ნოემბერი, 1875, ვანდუ — გ. 5 თებერვალი, 1941, კადრინა) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1919 წელს და 1929-1931 წლებში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1918 — იუსტიციის მინისტრი.
- 1918—1919 — ესტონეთის დროებითი მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1918 წელს დააპატიმრეს გერმანულმა საოკუპაციო რაზმებმა.
- 1919 წლის 9 მაისიდან 8 ნოემბრამდე — პრემიერ-მინისტრი და სამხედრო მინისტრი.
- 1920—1921 — საგარეო საქმეთა მინისტრი.
- 1921 — რიიგიკოგუს თავმჯდომარე. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.
- 1924 — საგარეო საქმეთა და შემდეგ ფინანსთა მინისტრი.
- 1927—1929 —ესტონეთის ელჩი პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში და რუმინეთში.
- 1929—1931 — ესტონეთის მთავრობის მეთაური.
- 1933—1939 — ესტონეთის ელჩი საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში და ვატიკანში.
1941 წელს მიიღო ცნობა, რომ გამოჩნდა ნკვდ-ს ძალები, რაც იმას ნიშნავდა გარდაუვალი იყო დაპატიმრება, შემდეგ კი თავი მოიკლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფია დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.