იური იააკსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური იააკსონი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 დეკემბერი, 1924 – 15 დეკემბერი, 1925
წინამორბედიფრიდრიხ აკელი
მემკვიდრეიან ტეემანტი

დაბადებული16 იანვარი, 1870
გარდაცვლილი20 აპრილი, 1942
სოსვა, სვერდლოვსკის ოლქი

იური იააკსონი (ესტ. Jüri Jaakson; დ. 16 იანვარი, 1870 — გ. 20 აპრილი, 1942) — ესტონელი სახელმწიფო მოღვაწე. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1924–1925 წლებში.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა ესტლანდიის გუბერნიის კომისრის თანაშემწედ. 1918–1920 წელს ესტონეთის იუსტიციის მინისტრი. 1924–1925 წლებში ესტონეთის მთავრობის მეთაურია. 1926–1940 წლებში ესტონეთის ბანკის პრეზიდენტია. 1929–1936 წლებში ესტონეთის წარმომადგენელია ერთა ლიგის ფინანსურ კომიტეტში.

დააკავეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ფორმირებებმა და 1942 წელს დახვრიტეს ბანაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]