იუჰან პარტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იუჰან პარტსი
იუჰან პარტსი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 იანვარი, 2003 – 13 აპრილი, 2005
წინამორბედისიიმ კალასი
მემკვიდრეანდრუს ანსიპი

ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 2007 – 26 მარტი, 2014
წინამორბედიედგარ სავისაარი
მემკვიდრეურვე პალო

დაბადებული27 აგვისტო, 1966
ტალინი, ესტონეთის სსრ
საქმიანობაპოლიტიკა

იუჰან პარტსი (ესტ. Juhan Parts; დ. 27 აგვისტო, 1966, ტალინი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2003-2005 წლებში. ეკონომიკისა და კომუნიკაციის მინისტრი 2007-2014 წლებში.

დაამთავრა ტალინის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს. შემდეგ მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში. 2003 წლის რიიგიკოგუს არჩევნებში მისმა პარტიამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და ჩამოაყალიბა მთავრობა, თვით პარტსი გახდა პრემიერ-მინისტრი. თანამდებობიდან გადადგა 2005 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც მისი კაბინეტის იუსტიციის მინისტრს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. 13 აპრილს პრემიერ-მინისტრი გახდა ანდრუს ანსიპი. 2007-2014 წლებში იყო ეკონომიკისა და კომუნიკაციის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: