ანდრეს ტარანდი
იერსახე
| ანდრეს ტარანდი | |
| ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 8 ნოემბერი, 1994 – 17 ნოემბერი, 1995 | |
| წინამორბედი | მარტ ლაარი |
| მემკვიდრე | ტიიტ ვიაჰი |
| დაბადებული | 11 იანვარი, 1940 ტალინი, ესტონეთი |
| მეუღლე | მარი ტარანდი |
| შვილები | კაარელი და ინდრეკი |
ანდრეს ტარანდი (ესტ. Andres Tarand; დ. 11 იანვარი, 1940, ტალინი, ესტონეთი) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 1994–1995 წლებში. 2004–2009 წლებში იყო ევროპის პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.
დაიბადა ტალინში, სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1963 წელს კლიმატოლოგის სპეციალობით. 1992 წლიდან 2004 წლამდე რიიგიკოგუს წევრია.
ანდრეს და მარი ტარანდებს ჰყავთ ორი შვილი: ინდრეკ ტარანდი - პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, ევროპის პარლამენტის წევრი 2009 წლიდან და კაარელ ტარანდი, ჟურნალისტი.