სქიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სქიმა

სქიმა (ძვ. ბერძნ. σχῆμαგარეგნული სახე, ფორმა) — მონაზვნობისა და ბერობის უმაღლესი ასკეტიკური ხარისხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სამონაზვნო სქიმა სიმბოლურად გამოხატავს უდაბნოში მოღვაწე წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბეწვით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ერტყა. სქიმა გვხვდება ორ ხარისხში, ესენია: მცირე სქიმა და დიდი სქიმა.

მცირე სქიმით — იმოსებიან მორჩილები ბერად ან მონაზვნად აღკვეცისას.

დიდი სქიმის — მიმღები ბერების ხარისხის სახელწოდებას წინ ემატება „სქიმ“ (სქიმმონაზონი, სქიმიღუმენი, სქიმარქიმანდრიტი). ჩვეულებრივ ისინი ცხოვრობენ სხვა საძმოებისგან განცალკევებით.

იოანე პეტრიწის განმარტება სქიმის შესახებ: „სქიმა ეწოდების ნაკვეთსა, ხოლო მონაზონნი რა შეიმოსენ სქიმასა, ჯერ–არს განიკვეთოს მსოფლიოთა საქმეთაგან. სქიმაჲ, რომელ არს ნაკვეთი.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ. ბარბაქაძე, „ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის“, თბილისი, 2013 წ.
  • „იოანე პეტრიწის თარგმანები“, წიგნი II, გვ. 11, 3.