შინაარსზე გადასვლა

სტელან სკარშგორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სტელან შარსგორდი)
სტელან სკარშგორდი

სტელან სკარშგორდი 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალზე
დაბადების სახელი ჯონ სტელან სკარშგორდი
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1951 (1951-06-13) (74 წლის)
გეტებორგი, შვედეთი
მოქალაქეობა შვედეთის დროშა შვედეთი
საქმიანობა მსახიობი,
აქტიური 1968-დღემდე
მეუღლე(ები)
  • მიუ გიუნტერი (იქ. 1975; განქ. 2007)
  • მეგან ევერეტი
     (იქ. 2009)
შვილ(ებ)ი 8, მათ შორის ალექსანდერი, გუსტაფი, ბილი, ვალტერი

სტელან სკარშგორდი (შვედ. Stellan Skarsgård[ˈstɛ̂lːan ˈskɑ̌ːʂɡoːɖ]; 13 ივნისი, 1951) — შვედი კინოსა და თეატრის მსახიობი. ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორი. თანამედროეობის ერთ-ერთი განთქმული შვედი მსახიობი.

სტელან სკარშგორდი დაიბადა ქალაქ გეტებორგში, გუდრუნ და იან სკარშგორდის ოჯახში.[1][2] ბავშვობაში ოჯახი ხშირად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში, მათ შორის — ჰელსინგბორგში, ტოტებოში, კალმარში,მარიელუნდში და უფსალაში.[3] მან აღიარება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოიპოვა ადგილობრივი ტელევიზიით. 1972—1988 წლებში მოღვაწეობდა სტოკჰოლმის სამეფო დრამატულ თეატრში. კინოში მოღვაწეობს 1982 წლიდან.

იგი ცნობილია დანიელ რეჟისორ ლარს ფონ ტრიერთან თანამშრომბლობით. სკარშგორდი კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ტრიერის 5 ფილმში: „ტალღებთან მებრძოლი“ (1996), „სიბნელეში მოცეკვავე“ (2000), „დოგვილი“ (2003), „მელანქოლია“ (2011), „ნიმფომანიაკი“ (2013). ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი“ (2006), „თორი“ (2011), „შურისმაძიებლები“ (2012) „გოგონა დრაკონის ტატუთი, „მამა მია!“ (2008), „გოიას ლანდები“ (2006) და სხვა. 2019 წელს შეასრულა ვალერი ლეგასოვის როლი მინისერიალში „ჩერნობილი“.

1975—2007 წლებში სკარშგორდი დაქორწინებული იყო ექიმ მიუ გიუნტერზე,[4] ვისთან ერთადაც ეყოლა ექვსი შვილი. 2009 წლის იანვარში იგი ხელმეორედ დაქორწინდა მეგან ევერეტზე.[5] წყვილს ჰყავს ორი შვილი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1989Täcknamn Coq RougeTäcknamn Coq Rougeკარლ ჰამილტონი
1973ანიტა: მოზარდი გოგონას დღიურიAnita: Swedish Nymphetერიკი
1982Бесхитростное убийствоDen Enfaldige mördarenსვენი
1988ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქეThe Unbearable Lightness of Beingინჟინერი
1990ნადირობა „წითელ ოქტომბერზე“The Hunt for Red Octoberკაპიტანი ვიკტორ ტუპოლევი
1991ხარიOxenჰელგე რუსი
1993შურდულიThe Slingshotფრიტიოფ შუტი, თამბაქოს გამყიდველი, როლანდის მამა
1995კელვინის ნოლი გრადუსიKjærlighetens kjøtere / Zero Kelvinრანდბეკი
1996ტალღებთან მებრძოლიBreaking the Wavesიანი
1997ნიჭიერი უილ ჰანტინგიGood Will Huntingპროფესორი ჯერალდ ლამბო
1997ამისტადიAmistadტაპანი
1997უძილობაInsomniaიონას ენგსრომი
1998მხსნელიSaviorპიტერ დომინი
1998რონინიRoninგრეგორი
1999ღრმა ლურჯი ზღვაDeep Blue Seaჯიმ უილტოკი
2000აბერდინიAberdeenტომასი
2000სიბნელეში მოცეკვავეDancer in the Darkокулист
2001Стеклянный домThe Glass Houseტერი გლასი
2001გაფრენილი კოცნაKiss Kiss (Bang Bang)ფელიქსი
2001მხარეთა აზრიTaking Sidesილჰელმ ფურტვენგლერი
2002მოჩვენებების ქალაქიCity of Ghostsკასპარი
2003დოგვილიDogvilleჩაკი
2003ელენე ტროეილიHelen of Troyთესევსი
2004დემონის განმდევნელი: დასაწყისიExorcist: The Beginningლანკესტერ მერინი
2004მეფე ართურიKing Arthurკედიკი
2005ეშმაკის გამდევნელი:დომინიონიDominion: Prequel to the Exorcistლანკესტერ მერინი
2005ბეოვულფი და გრენდელიBeowulf & Grendelჰროთგარი
2006კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრიPirates of the Caribbean: Dead Man’s Chestბილ ტერნერი
2006გოიას ლანდებიGoya’s Ghosts (Los Fantasmas de Goya)ფრანსისკო გოია
2007საწამებელი საკანიWΔZედი არგო
2007კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრულიPirates of the Caribbean: At World’s Endბილ ტერნერი
2007არნი: რაინდი ტამპლიერიArn — Tempelriddarenბირგერ ბორსა
2008მამა მია!Mamma Mia!ბილი
2008არნი –სამეფო გზის ბოლოსArn - Riket vid vägens slutბირგერ ბორსა
2008ანტურაჟიEntourageვენგერ ვოლშტედტი
2009ანგელოზები და დემონებიAngels & Demonsმაქსიმილიან რიხტერი
2010ეშმაკის კუნძულის მეფეKongen av Bastøyდირექტორი
2010საკმაოდ კეთილი ადამიანიEn ganske snill mannულრიხი
2010ფრენკი და ელისიFrankie and Aliceექიმი ოზი
2011თორიThorერიკ სელვიგი[6]
2011მელანქოლიაMelancholiaჯეკი
2011გოგონა დრაკონის ტატუთიThe Girl with the Dragon Tattooმარტინ ვანგერი
2012შურისმაძიებლებიThe Avengersერიკ სელვიგი[7][8]
2013რკინიგზის კაციThe Railway Manფინლი
2013თორი: ბნელი სამყაროThor: The Dark Worldერიკ სელვიგი
2013ექიმი: ავიცენას მოსწავლეThe Physicianდალაქი
2013ნიმფომანიაკიNymphomaniacსელიგმანი
2014ჰექტორი და ბედნიერების ძიებაHector and the Search for Happinessედუარდი
2014სულელური საქმეKraftidiotenნილს დიკმანი
2015კონკიაCinderellaდიდი ჰერცოგი
2015შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქაAvengers: Age of Ultronერიკ სელვიგი
2015 რივერი Riverჯონ რივერი
2016ჩვენნაირი მოღალატეOur Kind of Traitorდიმა
2017მონტაუკში დაბრუნებაReturn to Montaukმაქს ფრიში
2016ბიორგი და მაკინროიBorg vs McEnroeლენარტ ბერგლინი
2017ტროელბი და ზამთრის ზღაპარიMoomins and the Winter WonderlandMoominpappa
2018ადამიანი, რომელმაც მოკლა დონკიხოტიThe Man Who Killed Don Quixoteბოსი
2018მამა მია! 2Mamma Mia! Here We Go Againბილი
2019ცხენების გატაცებაOut Stealing Horsesტრონდი
2019 ჩერნობილი Chernobylბორის შერბინა
2019მოგძებნიI'll Find Youბენო მოზერი
2020დიუნაDuneვლადიმირ ხარკონენი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Stellan Skarsgaard Biography. Filmreference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2010. ციტირების თარიღი: 2010-03-05.
  2. Thyselius, Erik; Lindblad, Göran (1999). Vem är det?: Svensk biografisk handbok: Volume 44. Norstedt, გვ. 1004. 
  3. Hollywood’s Lonely Hero. Stellanonline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი, 2009. ციტირების თარიღი: 2010-03-05.
  4. Behdjou, Behrang. My Skarsgård: ”Till slut handlade det om att välja livet eller döden”. Dagens Nyheter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 იანვარი, 2018. ციტირების თარიღი: 8 January 2018.
  5. „Stellan Skarsgård: Nymphomaniac’s off-centred everyman“. The Irish Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო, 2014. ციტირების თარიღი: 2017-09-27. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  6. Rappe, Elisabeth (2009-10-05). „Stellan Skarsgard Joins 'Thor'. Cinematical. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-09. ციტირების თარიღი: 2009-10-05.
  7. Stellan Skarsgård klar för ny superhjältefilm. Expressen (2011-03-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2011-03-03.
  8. Стеллан Скарсгорд в «Мстителях». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2019-06-19.