ალექსანდერ სკარშგორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალექსანდერ სკარშგორდი
Alexander Skarsgard (29485267411) (cropped).jpg
2016 წელს
დაბადების სახელი ალექსანდერ იუჰან იალმარ სკარშგორდი
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1976 (1976-25-08) (44 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური მსახიობი 1984-დღემდე

ალექსანდერ იუჰან იალმარ სკარშგორდი (შვედ.: Alexander Johan Hjalmar Skarsgård; დ. 25 აგვისტო, 1976, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი მსახიობი. სახელი გაითქვა როლებით შემდეგ ფილმებში მკვლელების თაობა (2008 წ.) — მინისერიალი, ნამდვილი სისხლი — სატელევიზიო სერიალი (2008–2014 წწ.), Big Little Lies (2017–2019 წწ.). ისეთ ფილმებში შესრულებული როლებისთვის, როგორებიცაა Melancholia (2011 წ.), ლეგენდა ტარზანზე (2016 წ.) და ომის შედეგები (2019 წ.) წარდგენილი იყო ემის, ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინაციებზე.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდერ სკარშგორდი 1976 წლის 25 აგვისტოს სტოკჰოლმში დაიბადა. დედამისი, მიუ გიუნთერი ექიმია, მამა, სტელან სკარშგორდი კი — მსახიობი. ალექსანდერ სკარშგორდს ოთხი ღვიძლი ძმა ჰყავს — გუსტაფი (დ. 1980), ბილი (დ. 1990), ასევე მსახიობები, სემი (დ. 1982), ვალტერი (დ. 1995), და ერთი და ელია (დ. 1992), ამას გარდა, ორი ნახევარძმა — ოსიანი (დ. 2009) და კოლბეინი (დ. 2012).

ფილმებში მონაწილეობა საკმაოდ ადრეულ, 8 წლის ასაკში დაიწყო. პირველად ფილმში ოკე და მისი სამყარო გადაიღეს. 1989 წელს სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა და სტოკჰოლმში არქიტექტურის შესწავლა გადაწყვიტა.

წლების შემდეგ სკარშგორდი პოლიტოლოგიით დაინტერესდა. 19 წლისა შვედეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში ჩაეწერა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად, სადაც სტოკჰოლმის არქიპელაგში, ბერგის სამხედრო ბაზაზე (შვედ. Berga örlogsskolor) 14 თვე ანტიტერორისტულ და ანტიდივერსიულ დანაყოფში მსახურობდა.

სამხედრო სამსახურის გავლისას ალექსანდერმა გადაწყვიტა, სამსახიობო საქმიანობას დაბრუნებოდა. 1996 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლიდსში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტში ინგლისური ენის დაუფლება დაიწყო.

1997 წელს გადავიდა აშშ-ში და კოლეჯ „მერიმაუნთ მანჰეთენში“ სამსახიობო ხელოვნების დახვეწას მიჰყო ხელი, თუმცა მალევე დაბრუნდა სამშობლოში. 2011 წლის 20 ივლისს ლიდსის უნივერსიტეტში დაასრულა სწავლა და ხელოვნების დოქტორის ხარისხი მიიღო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნები
1984 აკე და მისი სამყარო Kalle Nubb
1989 ძაღლი, რომელიც იღიმებოდა Jojjo
1999 ბედნიერი დასასრული Bamse Viktorsson
2000 მყვინთავი Ingmar
თეთრი წყლის მღელვარება Anders
შუშის ფრთები Johan
2001 ფრანები ჰელსინკის თავზე Robin Åström
ზულენდერი Meekus
2002 ძაღლის ოინი Robinson-Micke
2003 ბავშვის მოკვლა მოკლემეტრაჟიანი; co-director with Björne Larson
2004 გულისცემა The Pilot მოკლემეტრაჟიანი
2005 ორმაგი ცვლა Nisse
სარას შესახებ Kalle Öberg
2006 უკანასკნელი წვეთი Lt. Jergen Voller
არასოდეს იყო ჩემი Christopher
დახოცეთ თქვენი ძვირფასები Geert
ანგარიში Micke
გასასვლელი Fabian von Klerking
2007 Järnets änglar Stefan
2009 მეტროპია Stefan (voice)
პოლუსს მიღმა Terje
2010 მერწმუნე Alex
მუმინები და კომეტაზე ნადირობა Moomintroll (voice)
13 Jack
2011 ჩალის ძაღლები Charlie Venner
მელანქოლია Michael
2012 ჯავშნოსანი Commander Stone Hopper
რაც მესიმ იცოდა Lincoln
კავშირი არ არის Derek Hull
2013 აღმოსავლეთი Benji
2014 დამრიგებელი Jonas' Father
2015 დამალული Ray
მოზარდი გოგონას დღიურიl Monroe Rutherford
2016 ზულენდერი 2 Adam Cameo
ყველას ომი Terry Monroe
ლეგენდა ტარზანზე Tarzan / John Clayton
2018 მუნჯი Leo Beiler
პროექტი კოლიბრი Anton Zaleski
შეაკავე სიბნელე Vernon Sloane
2019 ომის შედეგები Stefan Lubert
არასწორი წყვილი Prime Minister James Steward
მკვლელი რაზმი Sergeant Deeks
2020 Passing John მონტაჟდება
2021 გოძილა კონგის წინააღმდეგ მონტაჟდება
TBA სკანდინავიელი იღებენ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]