რკინიგზის კაცი (ფილმი)
იერსახე
| „რკინიგზის კაცი“ | |
|---|---|
|
| |
| დამდგმელი რეჟისორი | ჯონათან ტეპლიცკი |
| პროდიუსერი | კრის ბრაუნი, ბილ კურბიშლი, ენდი პატერსონი |
| სცენარის ავტორი | ფრენკ კოტრელ ბოისი, ენდი პატერსონი |
| ნაწარმოები |
რკინიგზის კაცი — ერიკ ლომაქსი |
| როლებში | კოლინ ფერთი, ნიკოლ კიდმანი |
| მუსიკა | დევიდ ჰირშფელდერი |
| ოპერატორი | გერი ფილიპსი |
| მონტაჟი | მარტინ კონორი |
| გამოსვლის თარიღი | 11 აპრილი, 2014 |
| ხანგრძლივობა | 116 წუთი |
| ქვეყანა | ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო |
| ენა | ინგლისური |
რკინიგზის კაცი (ინგლ. The Railway Man) — ჯონათან ტეპლიცკის ფილმი, რომლის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 6 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი რეალური ფაქტებზეა დაფუძნებული და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბებს გადმოსცემს. ერიკ ლომაქსი იაპონელებმა დაატყვევეს და ტაილანდ-ბირმის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე დაასაქმეს. ამ ხაზს სიკვდილის რკინიგზასაც უწოდებდნენ, რადგან მისი მშენებლობისას 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლომაქსს ტყვედ ყოფნისას აწამებდნენ, რამაც მისი ფსიქიკა შეარყია და წლების შემდეგ, როდესაც ის ერთ-ერთი მწამებლის ვინაობას იგებს, შურისძიებას გადაწყვეტს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოლინ ფერთი - ერიკ ლომაქსი
- ნიკოლ კიდმანი - პატი ლომაქსი
- ჰიროიუკი სანადა - მოხუცი ტაკაში ნაგასე
- სტელან შარსგორდი - მოხუცი ფინლი