შვედური ფილმების მონაცემთა ბაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონაცემთა ბაზის რედაქტორები 2009 წლის დეკემბერში

შვედური ფილმების მონაცემთა ბაზა (შვედ. Svensk filmdatabas) — ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა შვედური ფილმების შესახებ, რომელსაც გამოსცემს შვედეთის კინოინსტიტუტი. ბაზაში განთავსებულია ინფორმაცია ყველა შევედური ფილმის შესახებ, დაწყებული 1897 წლიდან დღემდე, აგრეთვე უცხოური ფილმები, რომელთა პრემიერა გაიმართა შვედეთში.[1] ის აგრეთვე მოიცავს მსახიობების, რეჟისორების, პროდიუსერებისა და შვედურ კინოში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ბიოგრაფიებს.

ბაზაში შესულია 83,000-მდე ფილმი და 363,000-მდე პიროვნების ბიოგრაფია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About the Swedish Film Database. Swedish Film Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-05. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]