სტელან სკარშგორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Gobrona.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2019 წლის 18 ივნისი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

სტელან სკარშგორდი
Stellan Skarsgård at the 2017 Berlinale.jpg
სტელან სკარშგორდი 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალზე
დაბ. სახელი ჯონ სტელან შარსგორდი
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1951 (1951-06-13) (68 წლის)
გეტებორგი, შვედეთი
მოქალაქეობა შვედეთის დროშა შვედეთი
საქმიანობა მსახიობი,
აქტიური 1968-დღემდე
მეუღლე(ები)
  • მიუ გიუნტერი (იქ. 1975; განქ. 2007)
  • მეგან ევერეტი
     (იქ. 2009)
შვილ(ებ)ი 8, მათ შორის ალექსანდერი, გუსტაფი, ბილი, ვალტერი

სტელან სკარშგორდი (შვედ. Stellan Skarsgård; (/ˈstɛlən ˈskɑːrsɡɑːrd/;; 13 ივნისი, 1951) — შვედი კინოსა და თეატრის მსახიობი. ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორი. თანამედროეობის ერთ-ერთი განთქმული შვედი მსახიობი.

სტელან სკარშგორდი დაიბადა ქალაქ გეტებორგში, გუდრუნ და იან სკარშგორდის ოჯახში.[1][2] ბავშობაში ოჯახა უწევდი ცხოვრება სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ჰელსინგბორგში, ტოტებოში, კალმარში,მარიელუნდში და უფსალაში.[3] მან აღიარება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოიპოვა ადგილობრივი ტელევიზიით. 1972—1988 წლებში მოღვაწეობდა სტოკჰოლმის სამეფო დრამატულ თეატრში. კინოში მოღვაწეობს 1982 წლიდან.

იგი ცნობილია დანიელ რეჟისორ ლარს ფონ ტრიერთან თანამშრომბლობით. სკასგარდმა კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ტრიერის 5 ფილმში: „ტალღებთან მებრძოლი“ (1996), „სიბნელეში მოცეკვავე“ (2000), „დოგვილი“ (2003), „მელანქოლია“ (2011), „ნიმფომანიაკი“ (2013). ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი“ (2006), „თორი“ (2011), „შურისმაძიებლები“ (2012) „გოგონა დრაკონის ტატუთი, „მამა მია!“ (2008), „გოიას ლანდები“ (2006) და სხვა.

1975—2007 წლებში სკარშგორდი დაქორწინებული იყო ექიმ მიუ გიუნტერზე,[4] ვისთან ერთადაც ეყოლა ექვსი შვილი. 2009 წლის იანვარში იგი ხელმეორედ დაქორწინდა მეგან ევერეტზე.[5] წყვილს ჰყავს ორი შვილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1996 ტალღებთან მებრძოლი Breaking the Waves იანი
1997 ნიჭიერი უილ ჰანტინგი Good Will Hunting პროფესორი ჯერარდ ლამბო
1998 მხსნელი Savior პიტერ დომინიკი
1999 ღრმა ლურჯი ზღვა Deep Blue Sea ჯიმ უითლოკი
2003 დოგვილი Dogville ჩაკი
2006 გოიას ლანდები Goya's Ghosts ფრანსისკო გოია
2011 მელანქოლია Melancholia ჯეკი
2011 თორი Thor ერიკ სელვიგი
2013 რომეო და ჯულიეტა Deep Blue Sea ვერონას უფლისწული
2013 რკინიგზის კაცი The Railway Man ფინლი
2013 ნიმფომანი Nymphomaniac სელიგმანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stellan Skarsgaard Biography. Filmreference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 8 იანვარი, 2010. წაკითხვის თარიღი: 2010-03-05.
  2. Thyselius, Erik; Lindblad, Göran (1999). Vem är det?: Svensk biografisk handbok: Volume 44. Norstedt, გვ. 1004. 
  3. Hollywood’s Lonely Hero. Stellanonline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 22 იანვარი, 2009. წაკითხვის თარიღი: 2010-03-05.
  4. Behdjou, Behrang. My Skarsgård: ”Till slut handlade det om att välja livet eller döden”. Dagens Nyheter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 იანვარი, 2018. წაკითხვის თარიღი: 8 January 2018.
  5. Stellan Skarsgård: Nymphomaniac’s off-centred everyman“, The Irish Times. (en-US) დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 აგვისტო, 2014.