ვალერი ლეგასოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალერი ლეგასოვი
Legasov.jpg
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი 1936(1936-09-01)[1]
დაბ. ადგილი ტულა, რსფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 26 აპრილი 1988(1988-04-26)[1] (51 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ეროვნება რუსები
სამეცნიერო სფერო არაორგანული ქიმია
მუშაობის ადგილი კურჩატოვის ინსტიტუტი, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი რუსეთის დიმიტრი მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები Золотая звезда Героя России.svg
ლენინის ორდენი ოქტომბრის რევოლუციის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი მედალი „შრომითი მამაცობისათვის“
ლენინური პრემია სსრკ-ის სახელმწიფო პრემია ტულის ოლქის საპატიო მოქალაქე

ვალერი ალექსეის ძე ლეგასოვი (რუს. Вале́рий Алексе́евич Лега́сов; დ. 1 სექტემბერი, 1936, ტულა — გ. 27 აპრილი, 1988, მოსკოვი) — საბჭოთა არაორგანული ქიმიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1981). ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის წევრი, რისთვისაც 1996 წელს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს ტულაში, მოსამსახურეთა ოჯახში.[2] 1949–1954 წლებში სწავლობდა მოსკოვის №5 სკოლაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. დღეს ეს სკოლა მის სახელს ატარებს, მთავარ შესასვლელში კი ლეგასოვის ბრინჯაოს ქანდაკება დგას.[3]

1961 წელს დაამთავრა დ. ი. მენდელეევის სახელობის ქიმია-ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ორი წლის განმავლობაში მუშაობდა განთავისუფლებულ მდივნად ამ ინსტიტუტის საკ. ალკკ კომიტეტში, აირჩიეს საბჭოთა კომკავშირის რაიკომის ბიუროში და საკ. ალკკ მოსკოვის საქალაქო კომიტეტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წელიწად-ნახევარი განაწილებით მუშაობდა ციმბირის ქიმიურ კომბინატში ქალაქ ტომსკ–7-ში (დღ. სევერსკი) ინჟინრად, ცვლის უფროსად. 1964 წლიდან ასპირანტურაზე სწავლობდა ი. ვ. კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტში მოლეკულური ფიზიკის განყოფილებაში, შემდეგ აქვე მუშაობდა უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის უფროსად.[4]

1967 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა კეთილშობილი აირების სინთეზსა და მათი ბუნების შესწავლაში. 1972 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, დაინიშნა კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო საქმეში.[5]

1978–1983 წლებში იყო მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, 1983 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, განაგებდა რადიოქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების კათედრებს,[6] ხელმძღვანელობდა სსრკ უმაღლეს საატესტაციო კომისიის საბჭოს.[7]

1976 წლიდან იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხოლო 1981 წლიდან — ნამდვილი წევრი ფიზიკოქიმიისა და არაორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიების განყოფილებაში. 1985 წელს აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად.[7]

1983 წლიდან მუშაობდა კურჩატოვის ატომური ენერგიის ინსტიტუტის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

ავარია ჩერნობილის აეს-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიიდან მალევე დაინიშნა სამთავრობო კომისიის წევრად. იგი ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა ადგილზე და აქ 60 დღე-ღამე გაატარა.[7] მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები მოსკოვში დაბრუნდნენ დასხივების მინიმიზაციისათვის, ლეგასოვი დაბრუნდა ჩერნობილის აეს-ზე სამუშაოს გასაგრძელებლად. მიღებულმა რადიაციის მნიშვნელოვანმა დოზამ, რომელიც დასაშვებს 4-ჯერ აღემატებოდა, მნიშვნელოვნად დააზარალა მისი ჯანმრთელობა.[8][9]

მიიღო მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდგომი აფეთქებების თავიდან ასაცილებლად და სსრკ მთავრობის ინფორმირებისათვის ავარიის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ. სწორედ მან შესთავაზა ნარევის (ბორი და ქვიშა) დაყრა გახურებულ რეაქტორზე, რის წყალობითაც ავარიის არაკეთილსასურველი შედეგები შემცირდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ლეგასოვმა მიაწოდა ინფორმაცია თავის კოლეგა მეცნიერებსა და პრესას რისკებსა და დანგრეული სადგურის მდგომარეობაზე, აგრეთვე მოითხოვდა ქალაქ პრიპიატის დაუყოვნებლივ სრულ ევაკუაციას.[8]

1986 წლის 25-დან 29 აგვისტომდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ექსპერტთა კონფერენციაზე ქალაქ ვენაში ლეგასოვმა, როგორც საბჭოთა დელეგაციის მეთაურმა, გააკეთა 5-საათიანი 400-გვერდიანი მოხსენება ავარიის მიზეზების ანალიზსა და ჩერნობილის აეს-ის კატასტროფის რადიოლოგიურ შედეგებზე.[9][10][11] ეს გამოსვლა მისი კარიერის შემობრუნების პუნქტი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, ლეგასოვმა თავის გამოსვლაში გაახმოვანა რიგი საიდუმლო ცნობები, რომლებზე რწმულებულიც არ იყო.[12] ანატოლი დიატლოვის (კატასტროფის მომენტში ჩერნობილის აეს-ის ექსპლუატაციის მთავარი ინჟინრის მოადგილე) ვერსიით, ლეგასოვმა შესთავაზა ოფიციალური ვერსიის გაჟღერება, რაც სხვა მეცნიერთათვის მიუღებელი იყო.[13]

1987 წელს აკადემიკოსი ლეგასოვი ფარული კენჭისყრით არ მიიღეს სამეცნიერო-ტექნიკურ საბჭოში (100 მომხრე, 129 წინააღმდეგი).[12][13] 1986–1987 წლებში ორჯერ დასახელდა სოციალისტური შრომის გმირის წოდების კანდიდატად, თუმცა ორჯერვე არ დაჯილდოვდა. ცნობილია ვერსია, რომლის მიხედვითად მიხეილ გორბაჩოვმა ლეგასოვი სიიდან ამოიღო სიტყვებით: „მეცნიერები არ ურჩევენ“.[12] 2019 წლის ინტერვიუში გორბაჩოვმა ეს ინფორმაცია უარყო.[14] ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში მოხსენებისა და საპატიო ჯილდოს ვერ მიღების შემდეგ, ლეგასოვს განუმტკიცდა „არასაიმედო“ მეცნიერის რეპუტაცია. მისი გუნება გაუარესდა, წარმოიშვა უძილობის პრობლემები. 1987 წლის 29 აგვისტოს, მკურნალობის დროს, ლეგასოვმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ექიმებმა მისი დაძინება მოახერხეს.[8]

ავარიის მიზეზებში გარკვევის შემდეგ ლეგასოვი დაუბრუნდა ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოებასთან არსებული კითხვების შესწავლას, დამპროქტებლებს მიუთითა არხული ტიპის დიდი სიმძლავრის რეაქტორების ნაკლოვანებებსა და ატომური ელექტროსადგურების თანამშრომელთა არადამაკმაყოფილებელ პროფესიონალურ მომზადებაზე.[15][8]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერნობილის აეს-ის ავარიის მეორე წლისთავზე, 1988 წლის 26 აპრილს, ლეგასოვმა მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე წარადგინა საბჭოთა მეცნიერების ერთ წერტილზე გაყინვის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა. მისი წინადადება უარყვეს. მეორე დღეს, 1988 წლის 27 აპრილს, თავის ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.[3] ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი გახდა სსრკ-ის ოფიციალური ხელისუფლების მიერ მასზე ზეწოლა ჩერნობილის კატასტროფის გამოძიების გზებზე და ტოტალური საიდუმლოების ატმოსფეროში.[16]

სიკვდილის წინ დიქტოფონზე ჩაწერა მონათხრობი ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე კატასტროფის შესახებ. ამ აუდიოჩანაწერის მასალებზე დაყრდნობით BBC-მა გადაიღო ფილმი „კატასტროფის გადატანა: ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა“ (ინგლ. Surviving Disaster: Chernobyl Nuclear Disaster, 2006). აგრეთვე თვითმკვლელობა და აუდიოჩანაწერის მასალები ფიგურირებს HBO-ის მინისერიალ „ჩერნობილში“ (2019),[17] სადაც ვალერი ლეგასოვის როლს მსახიობი ჯარედ ჰარისი ასრულებს.

დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.[18]

პრემიები, ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Легасов В. А., Маринин А. С., Синянский В. Ф. Экспериментальное и расчётное исследование химической модели шаровой молнии. — М.: ИАЭ, 1978. — 11 с. : граф. (Институт атомной энергии имени И. В. Курчатова; ИАЭ-2962).
  • Легасов В. А. Проблемы безопасного развития техносферы // Коммунист. — თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — В. Коммунист. — № 8 (1306). — ISSN 0131-1212.
  • Легасов В. А. Уроки Чернобыля важны для всех. — М.: Изд-во Агентства печати «Новости», 1987. — 32 с. (Авторитетное мнение).
  • Легасов В. А. Проблемы развития химии: прорыв в будущее. — М.: Знание, 1987. — 32 с. (Новое в жизни, науке, технике. Химия; 1/1987). 
  • Легасов В. А., Новиков В. М. Безопасность и эффективность ядерной энергетики: критерии, пути совершенствования. — М. : ЦНИИ информ. и техн.-экон. исслед. по атом. науке и технике, 1987. — 13 с. (ИАЭ-4479/3). 
  • Из сегодня — в завтра: Мысли вслух. Чернобыль и безопасность : [Сборник] / Послесл. Л. Феоктистова и др.; Биогр. очерк М. М. Легасовой. — М. : Аврора, 1996. — 222 с.
  • Легасов В. А. Химия. Энергетика. Безопасность / Российская акад. наук, Отд-ние химии и наук о материалах, Федеральное гос. учреждение Российский научный центр «Курчатовский ин-т». — М.: Наука, 2007. — 412 с. (Памятники отечественной науки. ХХ век / Российская акад. наук, Науч. совет Программы фундаментальных исслед. Президиума РАН «Издание тр. выдающихся учёных»). ISBN 978-5-02-035893-5

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Богуненко Н. Н., Пилипенко А. Д., Соснин Г. А. Герои атомного проекта. — Саров: ФГУП «РФЯЦ-ВНИИЭФ», 2005. — 566 გვ . — 3000 ეგზ. — ISBN 5-9515-0005-2
  • Знакомые лица в истории Менделеевского университета / Рос. химико-технол. ун-т им. Д. И. Менделеева; авт.-сост. и шеф ред.-Л. М. Сулименко; под общ. ред. П. Д. Саркисова. — М.: РХТУ им. Д. И. Менделеева, 2005. — 242 с. : ил., портр., факс. ISBN 5-7237-0510-5 (в пер.)
  • Учёные Московского университета — действительные члены и члены-корреспонденты Российской академии наук (1755—2004). Биографический словарь / Авт.-сост. Ю. М. Канцур. — М.: Издательство МГУ, 2004. — 944 გვ . — ISBN 5-211-05034-7
  • Легасов Валерий Алексеевич // Гражданская защита. Энциклопедия / Под ред. В. А. Пучкова. — М.: ФГБУ ВНИИ ГОЧС (ФЦ), 2015. — ტომი: 2: К—О. — გვ. 116. — 624 გვ . — 400 ეგზ. — ISBN 978-5-93790-128-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ვიდეომასალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #111254663 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Богуненко и др. 2005, გვ. 447.
  3. 3.0 3.1 Самоделова.
  4. Богуненко и др. 2005, გვ. 447—448.
  5. Богуненко и др. 2005, გვ. 448.
  6. БС-МГУ 2004.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Богуненко и др. 2005, გვ. 449.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Tripathi, Namrata. (2019-5-2) Scientist who exposed true extent of Chernobyl disaster killed himself a day after second anniversary.
  9. 9.0 9.1 Paulo Emilio Miranda Science and Engineering of Hydrogen-Based Energy Technologies: Hydrogen Production and Practical Applications in Energy Generation. — London: Academic Press, 2018. — P. 352. — 438 p. — ISBN 978-0-12-814251-6
  10. Богуненко и др. 2005, გვ. 450.
  11. Впервые опубликован в Информация об аварии на Чернобыльской АЭС и её последствиях, подготовленная для МАГАТЭ // Атомная энергия. — თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — В. Атомная энергия. — Т. 61. — ISSN 0004-7163. არქივირებულია პირველწყაროდან 27 აგვისტო 2010.; дополнения к Докладу № 1 (INSAG-1) были сделаны в 1993 г. и в документах МАГАТЭ зафиксированы как отчёт INSAG-7: Чернобыльская авария: обновление INSAG-1 (1993 г.)
  12. 12.0 12.1 12.2 Джалагония В. Предупреждение Чернобыля // Эхо планеты. — თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2006. — В. Эхо планеты. — № 17. — გვ. 5—9. — ISSN 0234-1670.
  13. 13.0 13.1 Дятлов А. С. Глава 8. ЛюдиЧернобыль. Как это было. — 3-е изд.. — М.: Научтехлитиздат, 2003. — 262: ил., портр., табл. გვ . — ISBN 5-93728-006-7 (в обл.)
  14. Горбачёв заявил, что не давал указаний препятствовать научной карьере Легасова. govoritmoskva.ru. წაკითხვის თარიღი: 2019-06-09.
  15. Josephson 2005, გვ. 261.
  16. Schmid, Sonja D. (2015) Producing Power: The Pre-Chernobyl History of the Soviet Nuclear Industry, გვ. 182. ISBN 978-0-262-02827-1. 
  17. Драма полураспада: Каким получился сериал HBO «Чернобыль», КиноПоиск.
  18. Могила Легасова В. А.
  19. Богуненко и др. 2005.
  20. Указ Президента РФ от 18.09.1996 N 1373 «О присвоении звания Героя Российской Федерации Легасову В. А.»
  21. Почётный гражданин Тульской области