ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
|რელიგია = [[სუნიზმი|სუნიტური ისლამი]]
}}
 
'''ისაყ I''' ''ჯაყელი'' — [[ახალციხის საფაშო|ახალციხის ფაშა]] ოთხჯერ: [[1701]]-[[1705]], [[1708]]-[[1716]], [[1718]]-[[1737]] და [[1744]]-[[1745]] წლებში, [[იუსუფ II]]-ის ძე. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ - [[სალიმ-ფაშა|სალიმმა]] - წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ ([[1701]]) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა - [[ასლან II|ასლანმა]]. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენიმეჯერ დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით [[1718]]-წლიდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1723]]-[[1724]] წლებში ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების, კერძოდ, ქართლის სამეფოს დაპრობაში. [[1727]], ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესე]]ს გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების პირველ ნახევარში ისაყ I-ს ემორჩილებოდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალური სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. [[1735]] წელს, როდესაც [[ოსმალობა]] ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I [[თბილისი]]დან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. [[1737]] წელს ტახტი შვილს, [[იუსუფ III|იუსუფ III-ს]] დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი [[1744]] წელს,ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა თანამდებობას. გარდაიცვალა [[1745]] წელს.
 
==ლიტერატურა==
* ''ლომსაძე შ.,'' სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975
{{ქსე|5|227|ლომსაძე შ.}}
* ''ლომსაძე შ.,''[[ქსე]], ტ. 5, გვ. 227, თბ. 1980
 
{{თარგი:სამცხის ათაბაგები}}

სანავიგაციო მენიუ