იუსუფ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „იუსუფ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იუსუფ.
იუსუფ III
ახალციხის ფაშა
მმართ. დასაწყისი: 1737
მმართ. დასასრული: 1744
წინამორბედი: ისაყ I
მემკვიდრე: ისაყ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 1744
შვილები: იბრაჰიმ-ფაშა
დინასტია: ჯაყელები
მამა: ისაყ I
რელიგია: სუნიტური ისლამი

იუსუფ III ჯაყელი — ახალციხის ფაშა 1737-1744 წლებში. ისაყ I-ის ძე. საფაშო ტახტზე ავიდა მამის სიცოცხლეშივე. ცდილობდა საქართველოს სამეფო-სამთავროებთან ბრძოლაში ჩაება დაღესტნელი ფეოდალები. 1744 დიდი ხაზინითა და ჯარით დაიძრა ახალციხიდან დაღესტანში ლეკთა ლაშქრის დასაქირავებლად. გზად, მდინარე არაგვზე, ერეკლე II-მ სასტიკად დაამარცხა. უკუქცეული იუსუფ III აწყურში გარდაიცვალა და ტახტს კვლავ მამამისი დაუბრუნდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975