რაფიელ ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილისურათი:RafielEristavi Raphael eristavi.jpg|250pxthumb|right|thumb|]]
 
'''რაფიელ დავითის ძე ერისთავი''' (დ. 9 აპრილი/[[21 აპრილი]], [[1824]], სოფ. [[ქვემო ჭალა]], ახლანდელი კასპის რაიონი ― გ. 19 თებერვალი/[[4 მარტი]], [[1901]], [[თელავი]]) [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი.
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Rafiel eristavi.jpg|250px|left|thumb]]
 
ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა [[კახეთი|კახეთის]] სოფელ [[ქისტაური|ქისტაურში]]. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი [[თელავი]]ს სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და [[1831]] წელს თავისი ვაჟი [[შუამთის მონასტერი|შუამთის მონასტრის]] ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი [[1832]] წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. [[1833]] წელს რაფიელი მშობლებმა [[გორი|გორში]] გადაიყვანეს სასწავლებლად. [[1836]] წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც [[1845]] წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.
 
3,212

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ