სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2008 — მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 19 თებერვალს. არჩევნები პრემიერ-მინისტრსერჟ სარქისიანის გამარჯვებით პირველივე ტურში დასრულდა, მაგრამ მეორე ადგილზე გასულმა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.
ტერ-პეტროსიანმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ 2007 წლის 26 ოქტომბერსერევანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ქოჩარიანი „ორგანიზებულ დანაშაულთან თანამშრომლობაში“ დაადანაშაულა, რომელიც ქვეყანაში მასობრივ კორუფციაზე და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „სულ მცირე სამი, ოთხი მილიარდი დოლარის“ მოპარვაზე იყო პასუხისმგებელი. მან ასევე გააკრიტიკა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ამტკიცებდა, რომ ქოჩარიანმა და სარქისიანმა მთიანი ყარაბაღის მისამართით იმ გეგმის განხორციელებაზე დაიწყეს ლაპარაკი რომელიც ტერ-პეტროსიანმა მათ ჯერ კიდევ ათი წლის წინ გააცნო და რომლის კატეგორიული წინააღმდეგებიც იყვნენ მაშინ[3].
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ერევნის თავისფლების მოედანზე, ოპერის შენობის პირდაპირ ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 1 მარტს მშვიდობიანი აქცია პოლიციამ და სამხედრო ძალებმა დაარბია, რომლის დროსაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და პრეზიდენტმა ქოჩარიანმა 20 დღიანი საგანგებომდგომარეობა გამოაცხადა. ამ ყველაფერს თან სდევდა მასობრივი დაპატიმრებები და ოპოზიციის წევრების მიმართ ანგარისწორება, ასევე სამომავლოდ ანტი-სამთავრობო გამოსვლების დე ფაქტო აკრძალვა.