სომხეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმი (2003)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომხეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა სომხეთში 2003 წლის 25 მაისს[1]. ცვლილებას კონსტიტუციაში, რომელიც ზღუდავდა პრეზიდენტის უფლებებს, დათანხმდა გამოკითხულთა 50.56%, რეფერენდუმში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 52.1%-მა მიიღო[2]. საბოლოოდ რეფერენდუმის შედეგები გაუქმდა, რადგან მომხრეთა რაოდენობა ნაკლები იყო რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთ მესამედზე.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევანი ხმები %
მომხრე 563,205 50.56
წინააღმდეგი 550,668 49.44
გაუქმებული ხმები 102,708 -
სულ 1,216,581 100

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Overview დაარქივებული 2019-04-02 საიტზე Wayback Machine. Election Guide
  2. Results Election Guide