მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 1996
1991 ←
22 სექტემბერი, 1996 (1996-09-22 )
→ 1998
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 1996 — მეორე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 1996 წლის 22 სექტემბერს [ 1] . არჩევნები ლევონ ტერ-პეტროსიანის გამარჯვებით დასრულდა. ამ არჩევნებზე მან მოსახლეობის ხმების 51.3% აიღო, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობამ 60.3% შეადგინა[ 2] .
1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. 1996 წლის 18 სექტემბერს , არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავლენიანმა თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარქისიანმა განაცხადა, რომ ის „სიტუაციით კმაყოფილილი“ იყო. ტერ-პეტროსიანის მომხრეებისთვის მიმართვისას მან წარმოთქვა, რომ სომხეთი „ტერ-პეტროსიანთან ერთად XXI საუკუნეში გამარჯვებული და სტაბილური შევა“[ 3] . ოპოზიციური პარტიები (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია , პარუირ ჰაირიკიანის ეროვნული თვითგამორკვევის კავშირი , არამ სარქისიანის დემოკრატიული პარტია ) ყარაბაღის კომიტეტის წევრისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ვაზგენ მანუკიანის ირგვლივ გაერთიანდნენ[ 4] .
↑ Nohlen, D, Grotz, F & Hartmann, C (2001) Elections in Asia: A data handbook, Volume I , p. 329 ISBN 0-19-924958-X
↑ Nohlen, D, Grotz, F & Hartmann, C (2001) Elections in Asia: A data handbook, Volume I , p. 336 ISBN 0-19-924958-X
↑ „1996 թվականի սեպտեմբեր [The September of 1996]“ . Azg Daily (სომხური). 26 September 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 April 2013 .
↑ „Armenia: After the 1996 Presidential Elections“ . United Nations High Commissioner for Refugees . 1 March 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 6 April 2013 .