არტაშეს გეღამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტაშეს გეღამიანი
ერევნის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1989 – 1990

დაბადებული2 დეკემბერი, 1949
ერევანი, სომხეთის სსრ
მოქალაქეობასომხეთის დროშა სომხეთი

არტაშეს გეღამიანი (სომხ. Արտաշես Գեղամյան; დ. 2 დეკემბერი, 1949, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი პოლიტიკოსი და ერევნის ყოფილი მერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაშეს გეღამიანი დაიბადა 1949 წლის 2 დეკემბერს, ერევანში, სომხეთის სსრ. 1966 წელს, მან დაამთავრა ჩეხოვის საშუალო სკოლა, 1971 წელს კი - ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1972 წელს, იგი შეუერთდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას, 1989-1990 წლებში კი - ერევნის მერის თანამდებობა ეკავა.

1990 წელს, გეღამიანმა კომუნისტური პარტია დატოვა. 1995-1999 წლებში, იგი სომხეთის ეროვნული კრების მოადგილე იყო. 1997 წელს, მან ჩამოაყალიბა პარტია „ეროვნული ერთიანობა“ და გახდა მისი ლიდერი. 2003 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, არტაშეს გეღამიანმა წარადგინა თავისი კანდიდატურა და მოიპოვა ხმათა 16.9%[1].

2008 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, გეღამიანმა კვლავ მიიღო მონაწილეობა და საბოლოო ოფიციალური შედეგებით დაიკავა მეშვიდე ადგილი ხმათა 0.27%-ის მოპოვებით[2].

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაშეს გეღამიანი ქორწინებაშია. ჰყავს ორი ვაჟი და შვილიშვილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]