ლევონ ტერ-პეტროსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევონ ტერ-პეტროსიანი
ლევონ ტერ-პეტროსიანი
სომხეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ოქტომბერი, 1991 – 3 თებერვალი, 1998
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრერობერტ ქოჩარიანი

სომხეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აგვისტო, 1990 – 16 ოქტომბერი, 1991
წინამორბედისამსონ ტონოიანი
მემკვიდრებაბკენ არარცქიანი

დაბადებული9 იანვარი, 1945
ალეპო, სირია
შვილებიდავითი
განათლებაერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლევონ ტერ-პეტროსიანი (სომხ. Լեւոն Տեր-Պետրոսյան; დ. 9 იანვარი 1945, ალეპო) — სომხეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1991-1998 წლებში.

დაიბადა სირიის ქალაქ ალეპოში. მამამისი აკოფ ტერ-პეტროსიანი სირიისა და ლიბანის კომუნისტური პარტიების ერთ-ერთი დამაარსებელია. 1946 წელს ოჯახი გადასახლდა სომხეთის სსრ-ში. 1963 წელს შევიდა და 1968 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989 წელს აირჩიეს სომხეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხოლო 1990 წელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ.

1991 წლის 16 ოქტომბერს აირჩიეს დამოუკიდებელი სომხეთის პირველ პრეზიდენტად. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 83,4 %-მა. 1996 წელს მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და მიიღო ხმების 51,75 %. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა 1998 წლის თებერვალში. გადაგდომის მიზეზი იყო განხეთქილება სომხეთის მთავრობაში. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ქოჩარიანმა, თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარქისიანმა და შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა სერჟ სარქისიანმა მხარი არ დაუჭირეს მის გეგმას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას და აზერბაიჯანელების დაბრუნებას მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში.

გადადგომის შემდეგ მუშაობდა მატენადარანში. მონაწილეობდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გავიდა მეორე ადგილზე ხმების 21,50 %-ით. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო 7 მანდატი, თუმცა მან უარი განაცხადა დეპუტატობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: