სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2013)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2013
სომხეთის დროშა
2008 ←
18 თებერვალი 2013 (2013-02-18)
→ 2018

  Serzh Sargsyan cropped.jpg Raffi Hovannisian 2013 - 2.png
ნომინანტი სერჟ სარქისიანი რაფი ოვანისიანი
პარტია რესპუბლიკური მემკვიდრეობა
მოსახლეობის ხმები 861,160 539,672
პროცენტულობა 58.64% 36.75%

პრეზიდენტი არჩევნებამდე

სერჟ სარქისიანი
რესპუბლიკური

არჩეული პრეზიდენტი

სერჟ სარქისიანი
რესპუბლიკური

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2013 — მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 18 თებერვალს. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიის ლიდერი გაგიკ წარუკიანი საარჩევნო მარათონს 2012 წლის დეკემბერში გამოეთიშნენ. ბევრი თვლიდა, რომ მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისთვის კონკურენციის გაწევას ვერავინ შეძლებდა, ნაწილი აცხადებდა, რომ ხალხი „სათანადო ალტერნატივას“ ვერ ხედავდა და ამ ყოველივემ საზოგადოებაში დიდი აპათია გამოიწვია[1][2].

2013 წლის 31 იანვარს კანდიდატი პარუირ ჰაირიკიანი დაჭრეს, მაგრამ ის მალე გამოჯანმრთელდა და ორ მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს რაფი ოვანისიანსა და ჰრანტ ბაგრატიანს პრეზიდენტ სარქისიანის დასამარცხებლად ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შეჯერებისაკენ მოუწოდა. 10 თებერვალს, მან არჩევნების 14 დღით გადადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ ის კვალავ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას იმ შემთხვევაში თუ სამი ოპოზიციური ძალა ერთ საერთო კანდიდატზე შეთანხმდებოდა, მაგრამ მეორე დრეს მან სარჩელი უკან გაიტანა.

არჩევნები მოქმედ პრეზიდენტ სარქისიანის გამარჯვებით დასრულდა. მან ამომრჩეველთა ხმების 59% მიიღო. ჰოვანისიანი მეორე ადგილზე გავიდა 37%-ით, ხოლო დანარჩენმა კანდიდატებმა საერთო ხმების 4%-ზე ნაკლები აიღეს[3].

სარქისიანის მთავარმა ოპონენტმა რაფი ოვანისიანიმა არჩევნების გაყალბების გამო გამარჯვების შესახებ განაცხადა. არჩევნების მომდევნო დღეებში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ერევანსა (ძირითადად თავისუფლების მოედანზე) და სომხეთის სხვა ქალაქებში. ჰოვანისიანმა სარქისიანს მოუწოდა „ხალხის გამარჯვება“ მიეღო და დამარცხება ეღიარებინა[4]. ოვანისიანმა სიტყვების „ბარევ“ (გამარჯობა) და „რევოლუცია“-ს გაერთიანებით, მოძრაობას „ბარევოლუცია“ უწოდა, რითაც მან საარჩევნო კამპანიისას ხალხთან სიარულისა და მისალმების საკუთარ თვისებას გაუსვა ხაზი.[5][6].

მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ქვეყანამ (მათ შორის, აშშ-მა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ირანმა, თურქეთმა) მიულოცა სარქისიანს არჩევნებში გამარჯვება, სომხეთის გავლენიანმა პოლიტიკოსებმა და პარტიებმა (მათ შორის, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები არამ სარქისიანი და მესამე ადგილზე გასული ჰრანტ ბაგრატიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვართან ოსკანიანი,[7] პარლამენტის წევრები ნიკოლ პაშინიანი, მეხუთე ადგილზე გასული ანდრიას ღუკასიანი) საჯაროდ განაცხადეს ჰოვანისიანის გამარჯვების შესახებ და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გაყალბებული უწოდეს.

2013 წლის 10 მარტს ოვანისიანმა თავისუფლების მოედანზე შიმშილობა დაიწყო.[8]. 2013 წლის 14 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოაცხადა[9]. 2013 წლის 31 მარტს ოვანისიანმა შიმშილობა შეწყვიტა[10]. ბაგრამიანის გამზირზე ოვანისიანის მხარდამჭერებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებზე დარეგისტრირდა შვიდი კანდიდატი:[11]

აზრის გამოკითხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო
გამოკითხვის თარიღი
სარქისიანი
ოვანისიანი
ბაგრატიანი
ჰაირიკიანი
სხვა
შენიშვნა
წყარო
TNS opinion / EuFoA / IPSC 31 იან 2013 – 5 თებ 2013
58
33 2.8 4.9 1.3 გადაწყვეტილება მიღებული ამომრჩეველი [12]
Baltic Surveys/The Gallup Organization 25 იან 2013 – 2 თებ 2013
69
11 5 5 10 გადაწყვეტილება მიღებული ამომრჩეველი [13]
VTSIOM 25 იან 2013 – 29 იან 2013
61
27 4 5 3 გადაწყვეტილება მიღებული ამომრჩეველი [14]
Baltic Surveys/The Gallup Organization 15 იან 2013 – 23 იან 2013
66
10 4 4 1.6 16%-ს გაუჭირდა პასუხი [15]
TNS Opinion / EuFoA / IPSC 15 იან 2013 – 20 იან 2013
68.6
20.8 5 5 1.5 გადაწყვეტილება მიღებული ამომრჩეველი [16]
Sociometer 31 დეკ 2012
72
20 5.6 3 1.4 გადაწყვეტილება მიღებული ამომრჩეველი [17]

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ორგანიზაციები
  • ევროპის დროშა ევროკავშირი — ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მიულოცა სარქისიანს „არჩევნების გაუმჯობესებულ გარემოში ჩატარება და საერთაშორისო სტანდარტებით დემოკრატიული პროცესების გაძლიერების პროგრესი“[18].
  • ევროპის საბჭოს დროშა ევროსაბჭო — გენერალურმა მდივანმა ტორბიერნ იაგლანდმა მისალოც წერილში აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია სარქისიანის მხრიდან „რეფორმების უწყვეტი პროცესის გაგრძელებაში, რომელსაც ის დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, უზენაესი კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით ახორციელებს“[19].
  • ნატო-ს დროშა ნატო — გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო მიესალმება „ბოლო არჩევნებზე მიღწეულ პროგრესს და იმედოვნებს, რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს დარჩენილი ხარვეზების გამოსასროებლად“[19].
სახელმწიფოები
  • აშშ-ის დროშა აშშ — სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ „ულოცავს სომეხ ხალხს 18 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადებითად შეფასდა, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით“[20].
2013 წლის 25 თებერვალს, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სარქისიანს ხელმეორედ არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი გააგრძელებს „გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით მედიაში თავისუფალი აზრის გამოხატვას, ასევე წაახალისებს მმართველობის რეფორმირებისას მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას“[21].
2013 წლის 2 მარტს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სარქისიანს მილოცვის წერილი გაუგზავნა. პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ის ელოდება „ერთობლივი მუშაობის შეთავაზებას, რადგან ჩვენ ორივე მეორე საპრეზიდენტო ვადას ვიწყებთ“[22].

სხვა ქვეყნების მეთაურები რომელთაც სარქისიანს მიულოცეს არიან: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო[29], ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე[27], ლიბანის პრეზიდენტი მიშელ სულეიმანი[27], სლოვაკეთის პრეზიდენტი ივან გაშპაროვიჩი[27], ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი[27], ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი[27], შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ული მაურერი[30], საბერძნეთის პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი[30], ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩიონგ ტან შანგი[30], უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი[30], ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი[30], სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი დანილო ტურკი[30].

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვანისიანმა, რომელიც არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, საზღვარგარეთის ქვეყნების მილოცვები დაგმო[31] და განაცხადა, რომ „რაც უნდათ ის თქვან“ რადგან ის არავის მისცემს „ამერიკული, დასავლური ან რუსული დემოკრატიის თავზე მოხვევის საშუალებას, რადგან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები სომხეთის მოქალაქეები არიან“[32].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Julia Hakobyan. (5 February 2013) Vote 2013: Political perspectives, platforms, promises. Vote 2013. ArmeniaNow.com. წაკითხვის თარიღი: 2013-06-14.
  2. Apathy before the presidential election“, 19 November 2012. წაკითხვის თარიღი: 5 February 2013. 
  3. Armenian President Sargsyan Secures Second Term in Office“, 19 February 2013. წაკითხვის თარიღი: 19 February 2013. 
  4. Thousands protest in Armenia after president re-elected“, 20 February 2013. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013. 
  5. Is Armenia On The Brink Of A 'Barevolution'?“, 28 February 2013. წაკითხვის თარიღი: 1 March 2013. 
  6. Color Coding: "Orange" or "rose" or "apricot", "Barevolution" is re-shaping definition of post-election conflict in Armenia“, 5 March 2013. წაკითხვის თარიღი: 6 March 2013. 
  7. Oskanian backs Hovannisian’s protest, calls for resignation of government“, 21 March 2013. წაკითხვის თარიღი: 22 March 2013. 
  8. Armenian opposition chief on hunger strike over lost election“, 10 March 2013. წაკითხვის თარიღი: 12 March 2013. 
  9. Decision 2013: Highest Court upholds Sargsyan victory“, 14 March 2013. წაკითხვის თარიღი: 14 March 2013. 
  10. Hovannisian ends hunger strike, attends Easter Service“, 31 March 2013. წაკითხვის თარიღი: 1 April 2013. 
  11. Registered candidates. Central Electoral Commission of the Republic of Armenia. წაკითხვის თარიღი: 22 February 2013.
  12. შეცდომა თარგში: ველი title აუცილებელად უნდა შეივსოს. 
  13. Եթե ընտրությունը լիներ այս կիրակի, 69%-ը կընտրեր Սերժ Սարգսյանին, 11%-ը` Րաֆֆի Հովհաննիսյանին. The Gallup“, 9 February 2013. წაკითხვის თარიღი: 11 February 2013. (hy) 
  14. შეცდომა თარგში: ველი title აუცილებელად უნდა შეივსოს. 
  15. Gallup: President Sargsyan ahead in election race“, 29 January 2013. წაკითხვის თარიღი: 29 January 2013. 
  16. Armenians take elections seriously, despite clear lead of incumbent“, 25 January 2013. წაკითხვის თარიღი: 26 January 2013. 
  17. შეცდომა თარგში: ველი title აუცილებელად უნდა შეივსოს. 
  18. EU Chief Congratulates Sarkisian“, 25 February 2013. წაკითხვის თარიღი: 1 March 2013. 
  19. 19.0 19.1 19.2 PRESIDENT SERZH SARGSYAN CONTINUES TO RECEIVE CONGRATULATIONS ON HIS RE-ELECTION“, 27 February 2013. წაკითხვის თარიღი: 1 March 2013. 
  20. Armenian Presidential Elections. U.S. State Department (20 February 2013). წაკითხვის თარიღი: 21 February 2013.
  21. U.S. Salutes Sarkisian’s Reelection“, 25 February 2013. წაკითხვის თარიღი: 25 February 2013. 
  22. PRESIDENT SERZH SARGSYAN RECEIVED CONGRATULATORY MESSAGE FROM THE PRESIDENT OF THE USA BARACK OBAMA“, 2 March 2013. წაკითხვის თარიღი: 5 March 2013. 
  23. Vladimir Putin congratulated Serzh Sargsyan“, 19 February 2013. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013. 
  24. Decision 2013: Georgian president congratulates Sargsyan on reelection“, 20 February 2013. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013. 
  25. Mahmoud Ahmadinejad congratulated Serzh Sargsyan“, 20 February 2013. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013. 
  26. Decision 2013: Turkish President congratulates Sargsyan on election win“, 21 February 2013. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013. 
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 27.6 Serzh Sargsyan receives congratulations from foreign leaders“, 22 February 2013. წაკითხვის თარიღი: 23 February 2013. 
  28. British Prime Minister congratulates Armenia’s president“, 6 March 2013. წაკითხვის თარიღი: 10 March 2013. 
  29. Alexander Lukashenko congratulates Serzh Sargsyan on re-election“, 20 February 2013. წაკითხვის თარიღი: 21 February 2013. 
  30. 30.0 30.1 30.2 30.3 30.4 30.5 PRESIDENT SERZH SARGSYAN CONTINUES TO RECEIVE CONGRATULATIONS ON HIS RE-ELECTION“, 26 February 2013. წაკითხვის თარიღი: 1 March 2013. 
  31. Decision 2013: Hovannisian spurns Western salutations of Sargsyan win“, 26 February 2013. წაკითხვის თარიღი: 1 March 2013. 
  32. Hovannisian Condemns West For Congratulating Sarkisian“, 26 February 2013. წაკითხვის თარიღი: 1 March 2013.