მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 1995
|
1990 ←
|
5 ივლისი, 1995 (1995-07-05)
|
→ 1999
|
|
|
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 1995 — საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნები. გაიმართა 1995 წლის 5 ივლისს, ხოლო მეორე ტური 29 ივლისს[1]. 190 დასაკავებელი ადგილიდან 150 ირჩეოდა მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 40 პროპორციულით[2]. არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკურმა ბლოკმა (ალიანსში გაერთიანებულები იყვნენ პან-სომხური ეროვნული მოძრაობა, დემოკრატიულ-ლიბერალური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და რესპუბლიკური პარტია) მოიპოვა, რომელმაც 190-დან 88 ადგილი მოიპოვა[3]. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 54.3% შეადგინა.
* რესპუბლიკურ ბლოკში შემავალი პარტიები მაჟორიტარულ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ, პან-სომხურმა ეროვნულმა მოძრაობამ მოიპოვა 62 ადგილი, დემოკრატიულ-ლიბერალურმა პარტიამ მოიპოვა 4, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა მოიპოვა ერთი და რესპუბლიკურმა პარტიამ აგრეთვე ერთი.
- ↑ Nohlen, D, Grotz, F & Hartmann, C (2001) Elections in Asia: A data handbook, Volume I, p329 ISBN 0-19-924958-X
- ↑ Armenia Inter-Parliamentary Union
- ↑ Nohlen, D, Grotz, F & Hartmann, C (2001) Elections in Asia: A data handbook, Volume I, p335 ISBN 0-19-924958-X