შინაარსზე გადასვლა

სიმა ეივაზოვა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმა ეივაზოვა აზერ. Sima Eyvazova
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1933
დაბადების ადგილი ბაქო, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 მაისი, 2009 (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჟენევა, შვეიცარია
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
განათლება

სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა დიპლომატი

სიმა ეივაზოვა (აზერ. Sima Rəhman qızı Eyvazova; დ. 2 ოქტომბერი, 1933, ბაქო — გ. 6 მაისი, 2009, ჟენევა) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი დიპლომატი, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში შვეიცარიაში. აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი[1].

სიმა ეივაზოვა დაიბადა ბაქოში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მან კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო.

23 წლის ასაკში - აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების ინსტრუქტორი იყო. 26 წლის ასაკში, ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლებლად გაგზავნეს სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლეს დიპლომატიურ სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

დიპლომატიური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა როგორც სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ ოფისში - მე-2 ევროპულ დეპარტამენტში სსრკ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე, ასევე საგარეო უწყებებში. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში - სსრკ-ს საელჩოებში ლონდონსა და სოფიაში, ასევე გაეროს შტაბ-ბინაში - ნიუ-იორკში, გაეროს ოფისებში ჟენევასა და ვენაში. ეივაზოვამ გაიარა დიპლომატიური სამსახურის ყველა ეტაპი - მესამე მდივანიდან პირველი დონის მრჩევლამდე.

1982 წელს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის I მდივანმა ჰეიდარ ალიევმა მიიწვია ის აზერბაიჯანის სსრ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე.

1985 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა ჟენევის გაეროს ოფისში პასუხისმგებელ თანამდებობაზე.

1994 წლის იანვრიდან სიმა ეივაზოვა მუშაობდა აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლად ჟენევაში გაეროს ოფისში და შვეიცარიის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალიევის 1997 წლის 4 მარტის ბრძანებით იგი დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლად ჟენევის გაეროს ოფისში და შვეიცარიის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდებით[2].

მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა სხვა ცნობილ აზერბაიჯანელ დიპლომატებთან - თაჰირა თაჰიროვასთან და ელმირა გაფაროვასთან.

სიმა ეივაზოვა საუბრობდა ექვს ენაზე, მათ შორის გაეროს სამი ოფიციალური ენაზე - რუსული, ინგლისური და ფრანგული.

სიმა ეივაზოვა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში პირველი პროფესიონალი დიპლომატია. ის არის პირველი და ერთადერთი არარუსი ქალი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელმაც დაამთავრა სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების მთელ ისტორიაში.

1991 წლის ოქტომბერში, ჟენევაში გაეროს ოფისში მუშაობისას, მან დატოვა საბჭოთა დიპლომატიური სამსახური და დარეგისტრირდა გაეროში, როგორც დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რითაც გახდა გაეროს პირველი თანამშრომელი სუვერენული აზერბაიჯანის ისტორიაში[3].