სიერა-დელ-როსარიო
სიერა-დელ-როსარიოს ბიოსფერული ნაკრძალი
Sierra del Rosario | |
---|---|
მდებარეობა | პინარ-დელ-რიო |
ქვეყანა | კუბა |
კოორდინატები | 22°42′36″ ჩ. გ. 83°33′59″ დ. გ. / 22.71000° ჩ. გ. 83.56639° დ. გ. |
ფართობი | 266,86 კმ² |
დაარსდა | 1984 |
სიერა-დელ-როსარიო (ესპ. Sierra del Rosario) — ქედი და ბიოსფერული ნაკრძალი კუბაში. გაწოლილია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პინარ-დელ-რიოს პროვინციაში. წარმოადგენს გუანიკუანიკოს ქედის დასავლეთ ნაწილს. სიმაღლე 692 მ (მთა გუახაიბონი). 1984 წლის 15 თებერვალს ქედის დიდი ნაწილი შეიტანეს იუნესკოს სიაში, როგორც ბიოსფერული ნაკრძალი. ამრიგად, კუბაში იგი გახდა პირველი ამდაგვარი ტერიტორია.[1] ქედი იკავებს 266,86 კმ² ფართობს.[2]
ძირითადად გაბატონებულია ტროპიკული და მარადმწვანე ტყეები. ნაკრძალის ტერიტორია რთული გეოლოგიური აგებულებისაა. ჭარბობს კირქვები, განვითარებულია კარსტი.[3] კლიმატი რბილია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2013,9 მმ. განვითარებულია ლატერიტული, ყავისფერი და სხვა ტიპის ნიადაგები. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. იზრდება 800-მდე სახეობის მცენარე, რომელთაგან 35% ენდემური ხასიათისაა.[1] მრავლადაა ქვეწარმავლები, ფრინველები და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Department of Tourism, Cuba. სიერა-დელ-როსარიოს ბიოსფერული ნაკრძალი. ციტირების თარიღი: 2007-10-11. (ესპანური)
- ↑ National Protected Areas System of Cuba. (2005)Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10. (ესპანური)
- ↑ სიერა-დელ-როსარიოს ბიოსფერული ნაკრძალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26-10-2007. ციტირების თარიღი: 28-9-2009.