ჯეინ კემპიონი
ჯეინ კემპიონი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | დეიმ ელიზაბეტ ჯეინ კემპიონი |
დაბადების თარიღი |
30 აპრილი, 1954 უელინგტონი, ახალი ზელანდია |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
მეუღლე(ები) | კოლინ დევიდ ენგლერტი (1992-2001) |
დეიმ ელიზაბეტ ჯეინ კემპიონი (ინგლ. Jane Campion; დ. 30 აპრილი, 1954, უელინგტონი, ახალი ზელანდია) — ახალზელანდიელი სცენარისტი, პროდუსერი და კინორეჟისორი. მოგებული აქვს ოქროს პალმის რტო 1993 წელს გამოსული ფილმისთვის „პიანინო“, რისთვისაც ის ოსკარის ლაურეატი გახდა საუკეთესო სცენარისათვის. ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯეინ კემპიონი 1954 წლის 30 აპრილს უელინგტონში, ახალ ზელანდიაში დაიბადა. იგი ოჯახში მეორე ქალიშვილი იყო; დედამისი, ედიტ კემპიონი, მსახიობი და მწერალი იყო, ხოლო მამამისი, რიჩარდ მ. კემპიონი, მასწავლებელი და თეატრისა და ოპერის რეჟისორი.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ორივე მშობელი ახალი ზელანდიის თეატრის საზოგადოებაში იყო ჩართული, კემპიონმა განსხვავებული გზა აირჩია და 1975 წელს უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის სწავლა დაასრულა. 1981 წელს მან მეორე დიპლომიც აიღო სიდნეის ხელოვნების კოლეჯში, ავსტრალიაში.
კინო-კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1981 წელს კოლეჯის დასრულების შემდეგ ის მალევე დაუბრუნდა კინემატოგრაფს და აქტიურად ჩაერთო ავსტრალიურ ტელევიზიასა და რადიოში. ამ დროს მან რამდენიმე მცირე ქრონომეტრაჟის მქონე ფილმი გადაიღო.
1989 წელს მან თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა, სახელწოდებით „საყვარელი გოგონა“. მას მალევე მოჰყვა „ანგელოზი ჩემს მაგიდასთან“ (1990), რომელიც ჯანეტ ფრეიმის ავტობიოგრაფიაზე იყო დაფუძნებული.
1993 წელს გამოვიდა „პიანინო“, რომლისთვისაც კემპიონმა ოსკარი მოიპოვა საუკეთესო სცენარისათვის. იგი ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც. ფილმი მეცხრამეტე საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს გვიყვება და ძირითადი თემა მუნჯი ქალის (ჰოლი ჰანტერი) სასიყვარულო ურთიერთობაა, რომელიც შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში თავის საქმროსთან ჩამოდის.
კემპიონის შემდგომ ფილმებს მიეკუთვნება „ლედის პორტრეტი“ (1996), რომელიც ჰენრი ჯეიმსის რომანის ადაპტაციაა. მასში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ.
1999 წელს გამოვიდა „ჯანდაბა!“, რომელიც სულიერ გამოღვიძებებს იკვლევს და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი კეიტ უინსლეტია.
2009 წელს კემპიონმა მოწონებები დაიმსახურა ფილმისთვის „კაშკაშა ვარსკვლავი“, რომელიც პოეტ ჯონ კიტსსა და ფენი ბრაუნს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
2013-2017 წლებში იგი თანასცენარისტი და თანარეჟისორი იყო ცნობილი სერიალისა „ტბის ზედაპირზე“.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს კემპიონი ავსტრალიელ კოლინ დევიდ ენგლერტზე დაქორწინდა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა „პიანინოს“ გადაღებებისას. 2001 წელს ისინი განქორწინდნენ.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1980 | ფ | ხელსახოცები | Tissues | რეჟისორი, სცენარისტი |
1981 | ფ | წარუმატებლობები ცდუნებასა და მორჩილებაში | Mishaps of Seduction and Conquest | რეჟისორი, სცენარისტი |
1982 | ფ | გაფრცქვნა:ვარჯიში დისციპლინაში | Peel: An Exercise in Discipline | რეჟისორი, სცენარისტი, |
1983 | ფ | გულგრილი მომენტები | Passionless Moments | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
1984 | ფ | თავად გოგოს ისტორია | A Girl's Own Story | რეჟისორი, სცენარისტი |
1984 | ფ | საათების შემდეგ | After Hours | რეჟისორი, სცენარისტი |
1986 | ფ | ორი მეგობარი | Two Friends | რეჟისორი, სცენარისტი |
1989 | ფ | ტკბილი გოგონა | Sweetie | რეჟისორი, სცენარისტი |
1990 | ფ | ანგელოზი ჩემს მაგიდასთან | An Angel at My Table | რეჟისორი, სცენარისტი |
1993 | ფ | პიანინო | The Piano | რეჟისორი, სცენარისტი |
1996 | ფ | ლედის პორტრეტი | The Portrait of a Lady | რეჟისორი, სცენარისტი |
1999 | ფ | ჯანდაბა! | Holy Smoke! | რეჟისორი, სცენარისტი |
1999 | ფ | ნაზი ხილი | Soft Fruit | პროდუსერი |
2003 | ფ | ვნების ბნელი მხარე | In the Cut | რეჟისორი, სცენარისტი |
2006 | ფ | მოტაცება: მეგუმი იოკოტას ისტორია | Abduction: The Megumi Yokota Story | პროდუსერი |
2007 | ფ | ჭიამაია | The Lady Bug | რეჟისორი, სცენარისტი |
2009 | ფ | კაშკაშა ვარსკვლავი | Bright Star | რეჟისორი, სცენარისტი |
2013 | ფ | ტბის ზედაპირზე | Top of the Lake | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |
2016 | ფ | ოჯახური ბედნიერება | Family Happiness | პროდუსერი |
2016 | ფ | ისინი | They | პროდუსერი |
2017 | ფ | ტბის ზედაპირზე: ჩინელი გოგო | Top of the Lake: China Girl | რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი |