შინაარსზე გადასვლა

ტონი რიჩარდსონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონი რიჩარდსონი
ფაილი:Tony richardson.jpg

დაიბადასესილ ანტონიო რიჩარდსონი
5 ივნისი, 1928
შიპლი, ინგლისი
გარდაიცვალა14 ნოემბერი, 1991 (63 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნებაინგლისელი
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, მწერალი
მეუღლე ვანესა რედგრეივი (დაქორწინება - 1962; განქორწინება - 1967)

სესილ ანტონიო „ტონი“ რიჩარდსონი (ინგლ. Cecil Antonio "Tony" Richardson; ცნობილი, როგორც ტონი რიჩარდსონი; დ. 5 ივნისი, 1928, შიპლი, ინგლისი — გ. 14 ნოემბერი, 1991, ლოს-ანჯელესი, აშშ) — ინგლისელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, რომლის ექსპერიმენტატორულმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყო 1950-იანების ინგლისის თეატრის განვითარებას. აგრეთვე ცნობილია თავისი კინო-ადაპტაციებისთვის. მოგებული აქვს ორი ოსკარი რეჟისორისა და პროდუსერის როლში, ფილმისთვის „ტომ ჯოუნსი“ (1963).

რიჩარდსონი 1928 წლის 5 ივნისს შიპლიში, იორკშირში (ინგლისი) დაიბადა. იგი ესლი ევანსისა და კლერენს ალბერტ რიჩარდსონის შვილია.

რიჩარდსონი უედჰემის კოლეჯში, ოქსფორდში სწავლობდა.

1953 წელს, უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ, სადაც ის დრამის წრის აქტიური წევრი იყო, რიჩარდსონმა BBC-ში რეჟისორად დაიწყო მუშაობა. [1]

რიჩარდსონი „ბრიტანული ახალი ტალღის“ ერთ-ერთი წევრი იყო. მან დიდი გავლენა მოახდინა ბრიტანული თეატრის ჩამოყალიბებაში. რიჩარდსონმა ჯონ ოსბორნის პიესა, „მიიხედე უკან განრისხებულმა“ , ნიუ-ჩელსის თეატრში დადგა.

1959 წელს, დრამატურგ ჯონ ოსბორნთან და პროდუსერ ჰარი სალცმანთან ერთად, რიჩარდსონმა Woodfall Film Productions დააარსა. კომპანიის დებიუტი 1959 წელს ტონი რიჩარდსონის მიერ გადაღებული ფილმით შედგა, სახელწოდებით, „მიიხედე უკან განრისხებულმა“, რომელიც ჯონ ოსბორნის პიესაზეა დაფუძნებული. იგი რიჩარდსონის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

რიჩარსდონმა სიკვდილამდე დადგა 36 სპექტაკლი, გადაიღო 20 ფილმი და 44 სატელევიზიო დრამა.

რიჩარდსონის ფილმებში ხშირად ჩნდება კრიტიკა ბრიტანული კლასობრივი სისტემისა და ამერიკული კაპიტალიზმის მიმართ.[2] მისი თითქმის ყველა ფილმი სხვადასხვა ჟანრისაა, რაც რეჟისორის ექსპერიმენტატორულ ბუნებაზე მიუთითებს.[2]

რიჩარდსონის ადრეულ ფილმებს ხშირად ახასიათებენ, როგორც 1950-იანების ბრიტანული მეინსტრიმული კინოს წინააღმდეგ შექმნილ ნამუშევრებს. ბრიტანული მეინსტრიმი შემოსაზღვრული იყო მხოლოდ კლასიკით, ან მდიდარი ფენით. მუშათა კლასი მხოლოდ მეორეხარისხოვან პერსონაჟებად ჩნდებოდა. რიჩარდსონი ამის წინააღმდეგი იყო.

„მე უბრალოდ მიყვარს ფილმების გადაღება“ - უთხრა რიჩარდსონმა ნიუ-იორკ თაიმსს 1982 წლის ინტერვიუში, - „მიყვარს გადაღებებზე ცხოვრება. ერთხელ, თვითმფრინავში ალფრედ ჰიჩკოკის გვერდით ვიჯექი და მან მითხრა, რომ რადგან თავიდანვე ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, მისთვის ფილმის გადაღება რაღაც ანტიკლიმაქსის მსგავსი იყო.“

კედელზე დაკიდული ფირფიტა რიჩარდსონის სახლ-მუზეუმში

მაგრამ რიჩარდსონს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა:

„შეიძლება, საკმარისად ჭკვიანი არ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდანვე დავგეგმო. მჭირდება, რომ იქ ვიყო, გადასაღებ მოედანზე, მსახიობებს ველაპარაკო. ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაღებისას.“[3]

რიჩარდსონს ბევრ ცნობილ მსახიობთან უმუშავია, როგორებიც არიან ჟანა მორო, ორსონ უელსი, რობ ლოვი, მილტონ ბერლი, ტრევორ ჰოვარდი, დევიდ ჰემინგსი, ნიკოლ უილიამსონი, ტომ კორტნი, მერიენ ფეიტფული, ჯოდი ფოსტერი, ენტონი ჰოპკინსი, კატრინ ჰეპბერნი და სხვ.

რიჩარდსონი 1962 წლიდან 1967 წლამდე ინგლისელ მსახიობ ვანესა რედგრეივზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი ქალიშვილი, ნატაშა და ჯოელი შეეძინათ.

ტონი რიჩარდსონი ბისექსუალი იყო. იგი 1991 წელს აივ ინფექციის გართულებით გარდაიცვალა.[4]

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1959„მიიხედე უკან განრისხებულმა“Look Back in Angerრეჟისორი
1960„კომიკოსი“The Entertainerრეჟისორი
1960„თავშესაფარი“Sanctuaryრეჟისორი
1961„თაფლის გემო“A Taste of Honeyრეჟისორი
1962„მორბენალის სიმარტოვე“The Loneliness of the Long Distance Runnerრეჟისორი
1963„ტომ ჯოუნსი“Tom Jonesრეჟისორი
1965„ის, ვინც მიყვარს“The Loved Oneრეჟისორი
1966„მადმუაზელი“Mademoiselleრეჟისორი, სცენარისტი
1967„წითელი და ლურჯი“Red and Blueრეჟისორი
1967„მეზღვაური გიბრალტარიდან“The Sailor from Gibraltarრეჟისორი
1968„მსუბუქი ბრიგადის თავდასხმა“The Charge of the Light Brigadeრეჟისორი
1969„სიცილი ბნელში“Laughter in the Darkრეჟისორი
1969„ჰამლეტი“Hamletრეჟისორი
1970„ნედ კელი“Ned Kellyრეჟისორი
1973„დელიკატური ბალანსი“A Delicate Balanceრეჟისორი
1974„მკვდარი მოწმე“Dead Certრეჟისორი
1977„ჯოზეფ ენდრიუსი“Joseph Andrewsრეჟისორი
1978„სიკვდილი ქანაანში“A Death in Canaanრეჟისორი
1982„საზღვარი“The Borderრეჟისორი
1984„სასტუმრო ნიუ-ჰემპშირი“The Hotel New Hampshireრეჟისორი
1988„ბერილ მერკემი: ჩრდილი მზეზე“Beryl Markham: A Shadow on the Sunრეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]