საქობოს ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქობოს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციული დეტალები, ფასადთა გაფორმება და კარნიზი აგურისაა. შესასვლელი ორი აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის შესასვლელი სწორკუთხაა, დასავლეთის კი გარედან სწორკუთხა არეში ჩაჭრილი თაღითაა დასრულებული. განათებულია ყველა კედელში დატანებული თითო თაღოვანი სარკმლით. გაფორმება მხოლოდ განივ კედლებს აქვს, ფრონტონში გამოსახულია გოლგოთის ჯვარი და ორ-ორი რომბი.

აფსიდა ნახევარწრიულია და მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში სხვადასხვა ზომის ორი თაღოვანი ნიშაა, ხოლო სამხრეთისაში ერთი. ერთი პატარა ნიშაც ჩრდილოეთ კედელში, საკურთხევლის წინაა გაკეთებული. საკურთხევლის ღერძზე, კედელზე ტრაპეზია ამოყვანილი. დარბაზი წყვილი პილასტრითაა გაყოფილი ორ ნაწილად. ნახევარპილასტრებია გრძივი კედლების დასავლეთ კიდეშიც. კონქი და კამარა აგურისაა და თაღებს ეყრდნობა.

ტაძრის იატაკი აგურფენილია. ეკლესია შელესილი ყოფილა და კონქში შემორჩენილია XIX საუკუნის მხატვრობის კვალი. კარგად იკითხება ღრუბლებიდან მომზირალი ანგელოზის სახე. ტაძრის დასავლეთ ნაწილში კეხზე აგურით ნაშენი სამრეკლოს ფანჩატურია დაშენებული. სამრეკლო რვაწახნაგაა და 4 თაღითაა გახსნილი. ეკლესიის გარშემო XIX-XX საუკუნის დასაწყისის სამაროვანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18679