შინაარსზე გადასვლა

რიყის ქვა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიყის ქვა

რიყის ქვა — მომცრო მომრგვალო ფორმის კაჭარი; ლოდის სახესხვაობა. წარმოადგენს უხეშადდამუშავებულ ქვის მასალას. გამოიყენება ქვაფენილების დასაგებად და გვერდობების გასამაგრებლად, აგრეთვე სარკინიგზო ხაზის ბალასტირებისათვის და სხვ. გვევლინება როგორც საწყისი მასალა ღორღის მისაღებად. რიყის ქვა როგორც სამშენებლო მასალა უძველესი დროიდან არის ცნობილი. ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში. რიყის ქვას გზების დასაგებას იყენებდნენ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონში. რომაელებმა გააუმჯობესეს რიყის ქვებით დაგებული გზების ტექნოლოგია; ასეთ დაგებულ გზებს ქვაფენილი ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გურჯაანში, ეგრეთ წოდებულ გოძიანთეულის ტერიტორიაზე იპოვეს რიყის ქვისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება, რომელიც სავარაუდოდ, ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანაში შეიქმნა. რიყის ქვისაგან გაკეთებული მსგავსი ქანდაკება აქამდე მხოლოდ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]