საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა (აზერბაიჯანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა (აზერ. Azərbaycan Respublikası Prezidentinin İşlər İdarəsinin Prezident Kitabxanası) — შეიქმნა ჰეიდარ ალიევის ინიციატივით 2003 წელს ორი საქალაქო ბიბლიოთეკის საფუძველზე: ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკისა (ყოფ. ლენინის სახელობის) და პოლიტიკური საგანმანათლებლო სახლის ბიბლიოთეკის (ყოფ. კიროვის სახელობის). კიროვის სახელობის ბიბლიოთეკის შემადგენლობაში 1934 წელს შევიდა ცენტრალური პარტიული ბიბლიოთეკა, რომელიც შეიქმნა 1920 წელს ბაქოს პარტიულ კომიტეტში. ცენტრალურმა საქალაქო ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო 1870 წელს[1].

2009 წლის 22 მარტიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად ბიბლიოთეკამ მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სტატუსი.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა  შედგება 5 დეპარტამენტისაგან, რომელთა შემადგენლობაში კიდევ 7 ბიბლიოთეკაა. კიდევ ერთი დეპარტამენტი ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული[2].

დეპარტამენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლიტერატურის ბიბლიოგრაფია პრეზიდენტის, სახელმწიფოს მმართველობისა და ქვეყანათამცოდნეობის შესახებ
  2. ბიბლიოთეკის ფონდი
  3. საინფორმაციო ბიბლიოგრაფია და ბიბლიოთეკის მომსახურება
  4. ბიბლიოთეკის ავტომატიზაცია და ელექტრონული რესურსები
  5. შეძენა, წიგნის დამუშავება და ელექტრონული კატალოგი

განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხელოვნების წიგნების კოლექცია
  2. პერიოდიკის კოლექცია
  3. იშვიათი წიგნების კოლექცია
  4. საინფორმაციო ბიბლიოგრაფიის მომსახურება
  5. დაკრედიტების სექცია
  6. ელექტრონული პუბლიკაციები
  7. ელექტრონული პუბლიკაციების თარგმანი

დარბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურის დარბაზი ხელოვნებაში

ამ დარბაზის ფონდი ითვლის 50 000-მდე ლიტერატურის ერთეულს ხელოვნების ყველა დარგში, მათ შორის გრამაფონის ფირფიტები და ნოტები. აქ ასევე ინახება იშვიათი წიგნები მუსიკის, თეატრისა და ფერწერის შესახებ .

დიდი სამკითხაო დარბაზი

დიდი სამკითხაო დარბაზი აღჭურვილია ძველი აღმოსავლური სტილით და მასში 56 ადგილია. დარბაზი აღჭურვილია ელექტრონული საშუალებებით, ხოლო მკითხველს უზრუნველყოფს ბიბლიოთეკის ავტომატიზებული პროცესების მართვის სისტემა.

საკონფერენციო დარბაზი

ლიტერატურის ბიბლიოგრაფია პრეზიდენტის, სახელმწიფოს მმართველობისა და ქვეყანათამცოდნეობის შესახებ განყოფილებაში არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი. აქ ტარდება წიგნების პრეზენტაციები, პრე-კონფერენციები,ლიტერატურულ-მხატვრული შეხვედრები, სამკითხველო კონფერენციები და სხვადასხვა გამოფენები.

ელექტრონული რესურსების დარბაზი

ელექტრონული რესურსების დარბაზი გათვლილია 14 ადგილზე და აღჭურვილია საჭირო ელექტრონულ-საინფორმაციო საშუალებებით.

იშვიათი წიგნების ფონდი

ამ დარბაზში თავმოყრილია XVI-XIX საუკენეების, ასევე ХХ საუკუნის გამომცემლობები რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად, პოლონურად, იტალიურად, ესტონურად, შვედურად და სხვა ენებზე. ასევე აქ არის გოთიკური შრიფტით დაბეჭდილი ძველი გერმანული წიგნების კრებული —„ოპერის დიდი კრებული, წარმოდგენილი სამეფო მუსიკალური აკადემიის მიერ“ (1703, 1734, 1739 გერმანულ ენაზე), „რუსეთის იმპერიის ცნობილი მევაჭრეები“, „დერბენდიდან ელიზავეტპოლამდე“ ( ავტორი ბარონ დე ბაი, ფრანგულ ენაზე), „ორი თურქული კომედია“ (მ. ახუნდოვი: „ლენქორანის ხანის ვეზირის თავგადასავალი“ და „აღმოსავლური ადვოკატები“ —შემადგენელი ალფონს სალიერი (1888, პარიზი, ფრანფულ ენაზე) და სხვა[3].

ელექტრონული ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ელექტრონული ბიბლიოთეკა არის ბაზა, სადაც აგროვებენ ეკონომიკის, ისტორიის, კულტურის, აზერბაიჯანის მეცნიერების, აგრეთვე პოლიტიკური ცხოვრების წიგნების ელექტრონულ ვერსიებს. ელექტრონული ბიბლიოთეკა შეიცავს ბიბლიოგრაფიულ ინდექსებს, საინფორმაციო ბიულეტენებს, ელექტრონულ კატალოგებს, ელექტრონულ წიგნებს, ელექტრონულ რესურსებისა და ელექტრონულ პროექტებს.

ელექტრონული კატალოგი მოიცავს ახალი წიგნებისა და სხვა ელექტრონული რესურსების ძიებას. ძიების განხორციელება შეიძლება რამდენიმე გზით: სტანდარტული, გაფართოებული, სიტყვიერი, თემატიური და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სახელმწიფო რუბრიკატორის საფუძველზე.

ელექტრონული წიგნების მონაცემების ბაზაში ბიბლიოგრაფია დაყოფილია კატეგორიებად (ფილოსოფია, ისტორია, აზერბაიჯანის ისტორია, სოციოლოგია, ეკონომიკა, სახელმწიფო და სამართალი, პოლიტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები, მეცნიერება და განათლება, კულტურა, ბიბლიოთეკის საქმე, ენათმცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ფოლკლორი, მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება, მასობრივი ინფორმაციის საშუალება, ინფორმატიკა, რელიგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ნავთობი, კავშირი, ტექნოლოგია, ტექნიკური მეცნიერება, არქიტექტურა, სასოფლო და ტყის მეურნეობა, ტურიზმი, საბაჟო სამსახური, მედიცინა და ჯანმრთელობის დაცვა, სპორტი, სამხედრო საქმე, სტატისტიკა, ეკოლოგია) და ავტორის ანბანური თანმიმდევრობით, რაც დაყოფილია სამ ნაწილად: აზერბაიჯანულად, რუსულად და სხვა უცხო ენებზე[4].

ელექტრონული რესურსები არის ბიბლიოთეკის  ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და მოიცავს სრულტექსტიან ელექტრონულ რესურსებს აქტუალურ თემებზე: სიტყვით გამოსვლა, ინტერვიუსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებას, ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის ნავთობის დიპლომატია, საუკუნის კონტრაქტი, ოლიმპიური მოძრაობა აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის დიასპორა, მუნიციპალური ხელისუფლება, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტი, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო სამსახური, ქალაქი ბაქოსა და მისი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

ელექტრონული პროექტები — არის ელექტრონულ-დოკუმენტალური კრებულები, რომლებიც შეიქმნა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და მოიცავენ სხვადასხვა აქტუალურ თემებს. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ „ჰეიდარ ალიევი. ელექტრონული დოკუმენტების კრებული“ და „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობა“ აზერბაიჯანულ ენაზე, „ცეცხლის ქვეყანა - აზერბაიჯანი“, „XX საუკუნის ტრაგედია - ხოჯალი“, „აგრესია. ბაქო 1990. 20 იანვარი“, „აზერბაიჯანის ეკოლოგია“, „თურქული ერების წიგნის ძეგლები“, „აზერბაიჯანული მულტიკულტურალიზმი“, „აზერბაიჯანი და ისლამური სამყარო“, „აზერბაიჯანი და იუნესკო“ და სხვა.

საინფორმაციო ბიულეტენები — ბიბლიოთეკური და ინფორმაციული მომსახურების ახალი ფორმა, რომლის მიზანია წარუდგინოს მკითხველს ახალი ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია. ბიულეტენები გამოიცემა პერიოდული მასალის ბეჭდვის საფუძველზე სამ ენაზე: აზერბაიჯანულად, რუსულად და ინგლისურად. ბიულეტენებს შორის არის შემდეგი:

  • „ხელისუფლება. ოპოზიცია. ხალხი“ და „ ისტორია. კულტურა. მეცნიერება“ ;
  • „საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები“ და „ნავთობი და გაზი“;
  • „ადამიანის უფლებები“;
  • „ეკოლოგია“;
  • „საინფორმაციო ტექნოლოგიები“;
  • „მულტიკულტურალიზმი“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა — PDF (აზერბაიჯანული)
  2. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა - სტრუქტურა — ოფიციალური ვებ-გვერდი
  3. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდი
  4. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდი