სანდრო ცირეკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო ცირეკიძე
დაბ. თარიღი 1894
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1923
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი

ალექსანდრე (სანდრო) ცირეკიძე (დ. 1894, ქუთაისი – გ. 1923) ― ქართველი პოეტი, ცისფერყანწელთა წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე გიორგის ძე ცირეკიძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1894 წელს. ქართული ლიტერატურით დაწყებით სასწავლებელშივე დაინტერესდა. მეექვსე კლასში თავის მეგობრებთან ერთად გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „ჩონგური“. სკოლაში გადაწყვიტყვიტა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება, დაიწყო ლათინური ენის შესწავლა. 1912 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 წელს შეეყარა ტუბერკულიოზი და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო გამოკვლევა იყო ბაგრატის ტაძარი. 1916 წელს დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“.

20-იან წლებში ჩამოაყალიბა მწერალთა გართიანება „მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი“, ამავე პერიოდში დააარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“, 1919 წელს შეადგინა "ახალი მწერლობის ანთოლოგია“, 1921 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთვარეულები“, მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალ „შვილდოსანს“, 1919 წელს თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს „ლექსები და პროზა“, ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები.

გარდაიცვალა 1923 წელს, ზაფხულში. ცისფერყანწელების მიერ დაიკრძალა ვერის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]