სანდრო კანდელაკის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანდრო კანდელაკის ძეგლი — მონუმენტური ხელოვნის ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, დაიდგა 1970 წელს მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილის, არქიტექტორები - მ. ლაითაძესა, ვ. ქობულიას მიერ.

დაბალპარაპეტიან ბაზალტის ფილებით მოგებულ ბრგვალ ბაქანზე აღმართულია გრანიტით მოპირკეთებული კვარცხლბეკი (სიმაღლე 3 მეტრი), რაზეც დგას ცნობილი ქართველი მოჭიდავის სანდრო კანდელაკის ბაზალტისაგან ნაკვეთი ბიუსტი (სიმაღლე 1 მეტრი). ათლეტური აგებულების ახალგაზრდა მამაკაცის ბიუსტი, ფართოდ გაშლილი მხრებით, სცილდება კვარცხლბეკის საზღვრებს. ბიუსტის ქვედა ნაწილი უხეშად გათლილი ქვის ბლოკს წარმოადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]