სალმან გამბაროვი
სალმან ჰუსეინ ოღლუ გამბაროვი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 აპრილი, 1959 |
დაბ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
წარმოშობა | აზერბაიჯანელები |
ჟანრ(ებ)ი | ჯაზი |
საქმიანობა | პიანისტი, კომპოზიტორი |
აქტიური | 1990-იანები – დღემდე |
სალმან გამბაროვი ვიკისაწყობში |
სალმან ჰუსეინ ოღლუ გამბაროვი (აზერ. Salman Hüseyn oğlu Qəmbərov; დ. 18 აპრილი, 1959 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალმან ჰუსეინ ოღლუ გამბაროვი დაიბადა 1959 წლის 18 აპრილს ბაქოში, აზერბაიჯანი. ის არის ჯაზ-მუსიკოსი, თეორეტიკოსი-მუსიკოლოგი და ჯაზ კომპოზიტორი. სალმანის დედა სურა გამბაროვა ოპერის მომღერლის, ჰუსეინაღა ჰაჯიბაბაბეოვის ქალიშვილია. სწორედ მან ჩაუნერგა სალმანს მუსიკისადმი სიყვარული. ოთხი წლის ასაკში სალმანი უკვე უკრავდა როიალზე ურთულეს კომპოზიციებს. მოგვიანებით ის შევიდა ბულბულის სახელობის საშუალო სპეციალიზებულ მუსიკალურ სკოლაში.
მან შემდეგ სწავლა განაგრძო აზერბაიჯანის უზეირ ჰაჯიბეკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც მიიღო თეორეტიკოს-მუსიკოლოგისა (1978-1983) და კომპოზიტორის (1986-1990, პროფესორის ი. ჰაჯიბეოვის კლასი) ხარისხი. სტუდენტობისას სალმანი ჯაზით დაინტერესდა და მისი სიტყვებით: „ჯაზი არის მუსიკა, რომელიც ყველაფერს თავისთავად ერთმანეთს ადარებს“.
სალმან გამბაროვის პირველი კომპოზიციას სახელწოდებით ,,ვარიაციები ფორტეპიანოსთვის" მიენიჭა პირველი პრემია კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე 1987 წელს მოსკოვში. 1996 წელს სალმანმა დააარსა ჯგუფი სახელწოდებით ,,Bakustic Jazz". ჯგუფი ძირითადად მოღვაწეობდა ჯაზის ჟანრში. ჯგუფს აქვს კოლობარაციები ჩაწერილი სხვადასხვა მუსიკოსებთან, მაგალითად როგორიცაა: არიან ევანზი, კეიტ ჯარეტი, ჰენკოკი, რუბალკაბა, ჯამილ ამიროვი და სხვა.
,,Bakustic Jazz" გამოდიოდა ბაქოს, ოდესის, თბილისის, ვარშავის, ბერლინის, ჩიკაგოს, ბაზელისა და მოსკოვის ჯაზკლუბებში და ასევე მონაწილეობდა გალა კონცერტებში რუს, ნიდერლანდელ, გერმანელ, ფრანგ, ინგლისელ და ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად. ასევე ჯფუფი მონაწილეობდა აზერბაიჯანის სხვადასხვა პროფილის ფესტივალებში და მის ფარგლებს გარეთ, როგორიცაა ,,GIFT-Tbilisi" (საქართველო), ,,Oriental Jazz Fest" (გერმანია), ,,Transsib Inter Jazz" (ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ,,იმპროვიზაციის ხელოვნება" (ოდესა, უკრაინა), ,,დარღვეული კავშირების აღდგენა" (ულან-ბატორი, მონღოლეთი), ,,გასული საუკუნის ახალი მუსიკა", ,,თანამედროვე მუსიკის ფესტივალი" (ბაქო, აზერბაიჯანი), ,,ჯაზის კარნავალი" (ოდესა) , ,,იმპროვიზებული ქორწინება" (უკრაინა), ,,კასპიის ჯაზისა და ბლუზის ფესტივალი" (ბაქო, აზერბაიჯანი)[2], ,,ბაქოს საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი" (აზერბაიჯანი), ,,მოსკოვის ფესტივალი ვაგიფ მუსტაფაზადეს სახელობის" (რუსეთი), "ზელტის მუსიკალური ფესტივალი" (ფრაიბურგი, გერმანია), ,,Astana Blues" (ყაზახეთი), ,,Montreux Jazz Festival" (შვეიცარია), ,,Kaunas Jazz" (ლიეტუვა), ,,Beethoven Fest" (ბონი, გერმანია), ,,მორგენლენდის ფესტივალი" (ოსნაბრიუკი, გერმანია),[3] ,,Culturescapes" (შვეიცარია) და „კავკასიური მრავალხმიანობა“ (სოჭი, რუსეთი).
მას აქვს საუნდტრეკები დაწერილი ფილებისათვის, როგორიცაა: ,,ლატიფი" და ,,აღმოსავლეთი თუ დასავლეთი?".[4]
მას გამოშვებული აქვს სამი სტუდიური ალბომი: East or West? (სალმან გამბაროვი და ანარ ტაგირადე), StandArts Dialogue (სალმან გამბაროვი და ვერნერ ენგლერტი) და Lieder Leaders DVD (სალმან გამბაროვი და ფარიდა მამედოვა).
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალმან ჰუსეინ ოღლუ გამბაროვს 2006 წლის 16 სექტემბერს მიენიჭა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის“ საპატიო წოდება, 2018 წლის 27 მაისს მიენიჭა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტის“ საპატიო წოდება.[5] მას ასევე მიენიჭა პრეზიდენტის პრემიები 2018 წლის 9 მაისს, 2019 წლის 10 მაისს, 2020 წლის 7 მაისს და 2021 წლის 7 მაისს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სალმან გამბაროვი საიტზე discogs.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Biography“. jazz.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-22. ციტირების თარიღი: 2021-10-24.
- ↑ ZMF - Zel-Musik-Festival Freiburg, Archiv, 21. ZMF 2003 Archived 2011-05-01 at the Wayback Machine
- ↑ Morgenland Festival Osnabrück, History - 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-15. ციტირების თარიღი: 2021-10-24.
- ↑ „Настала эпоха индивидуальных проектов - Салман Гамбаров“. 2009-10-29.
- ↑ "Azərbaycan Respublikasının mədəniyyət xadimlərinə fəxri adların verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı" . (აზერბაიჯანული.). President.az. 27.05.2018.