სავათისნაირნი
იერსახე
| სავათისნაირნი | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
დიდი აფრიკული სავათი | |||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||
| Otidiformes (Wagler, 1830) | |||||||||
| |||||||||
სავათისნაირნი (ლათ. Otidiformes) — ფრინველთა რიგი. მოიცავს ერთი ოჯახის (სავათისებრნი) 11 გვარის 26 სახეობას. მათი მასა 1–16 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მიმოფრენისას ან მოზამთრედ გვხვდება სავათი და სარსარაკი. დებენ 1–6 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 20–25 დღე-ღამე. იკვებებიან სხვადასხვა სახის მწერებით, მცენარეებითა და იშვიათად მღრღნელებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 635.