შინაარსზე გადასვლა

სავათისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავათისებრნი
სავათი
სავათი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Otididae (Rafinesque, 1815)

სავათისებრნი (ლათ. Otididae) — ფრინველთა ოჯახი სავათისნაირთა რიგისა. დიდი ან საშუალო ზომის არიან, ღია ლანდშაფტში ბინადრობენ. მასა — 1-დან 16 კგ-მდე აღწევს. გრძელი კისერი და ფეხები აქვთ, ოჯახში 11 გვარის 26 სახეობაა,[1] რომელთაგან საქართველოში სავათი (ლათ. Otis tarda) და სარსარაკი (ლათ. Otis tetrax) მიმოფრენისას ან მოზამთრედ გვხვდება. შეტანილი არიან საქართველოს „წითელ წიგნში“. სავათისებრნი მძიმედ დაფრინავენ, კარგად დარბიან, დინჯად ეძებენ საკვებს. ზანდაროზის (კუდუსუნის) ჯირკვალი არა აქვთ, რის გამოც ფრთები უსველდებათ და ყინვაში სრულიად უმწეონი ხდებიან. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. უტყეო მთებში ვერტიკალურად ზღვის დონიდან 2 ათას მ აღწევენ, გამრავლების პერიოდში მამლები ტიხტიხებენ. დედალი 1-3-5 კვერცხს დებს. წყვილობის შემდეგ მამლები ნომადობენ, დედლები კრუხობენ 1 თვემდე, ბუდობენ მიწაში ამოთხრილ პატარა ორმოში. იკვებებიან მცენარეთა მწვანე ნაწილებით, თესლით, ხოჭოებით, ჭიაყელებით, იშვიათად წვრილ-წვრილი მღრღნელებით.