რუჰოლა ხომეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუჰოლა ხომეინი
روح الله خمینی
რუჰოლა ხომეინი روح الله خمینی
ირანის უზენაესი ლიდერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 4 ივნისი, 1989
პრეზიდენტი   აბოლჰასან ბანისადრი
მოჰამად-ალი რაჯაი
ალი ხამენეი
წინამორბედი მოჰამედ რეზა ფეჰლევი
ირანის შაჰი
მემკვიდრე ალი ხამენეი

დაბადებული 24 სექტემბერი, 1902[1][2][3][4][5]
ხომეინი, სპარსეთი
გარდაცვლილი 3 ივნისი, 1989 (86 წლის)
თეირანი, ირანი
მეუღლე ხადიჯეფ საყაფი
რელიგია შიიტური ისლამი[6][7][8]
ხელმოწერა Ruhollah Khomeini signature.png

სეიდი აიათოლა ალ–უზმა რაჰბარი რუჰოლა მუსავი ხომეინი (სპარს. آیت‌الله روح‌الله خمینی, არაბ. روح الله الخميني‎‎) (პირდაპ. მნიშვ. რუჰოლა - ღვთის მიერ მინიჭებული სული, მუსავი – შთამომავალი იმამ მუსა ქადიმისა და ხომეინი – დაბა ირანში) (დ. 24 სექტემბერი, 1902 — გ. 3 ივნისი, 1989) — ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე, პოლიტიკური და სულიერი ლიდერი 1979 წლის ისლამური რევოლუციისა, რომლის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰი. ხომეინი სულიერ წინამძღვრადაა მიჩნეული მრავალი მუსლიმისთვის და ირანში მას ოფიციალურად იმამს უწოდებენ აიათოლას ნაცვლად, ისევე როგორც მისი მოძღვრების მიმდევრები. აიათოლა ხომეინის ბევრი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევს და ჟურნალმა „ტაიმი“ ის 1979 წელს წლის ადამიანად გამოაცხადა.

ხომეინის დაბრუნება ირანში
ხომეინი ლოცვისას

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეიდი რუჰოლა დაიბადა სამხრეთ აღმოსავლეთ ირანის დაბა ხომეინში, თეირანიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით. მამამისი, სეიდი მუსტაფა, ასევე მარჯა, მოკლეს ბანდიტებმა 1903 წლის მარტის დასაწყისში, ხოლო რუჰოლა გაზარდეს დედამ და მამიდამ. 1920 წელს სეიდი რუჰოლა იწყებს ფიყჰის შესწავლას ხომეინის მახლობელ პატარა ქალაქ არაქში, სადაც მისი მასწავლებელი იყო ადგილობრივი მარჯა, აბდულქარიმ ჰაირი. 1922 წელს ხომეინი მიემგზავრება წმიდა ქალაქ ყუმში, სადაც იწყებს სწავლას დარუშ–შაფას სასწავლებელში. ამ პერიოდში, გარდა ფიყჰისა და უსულისა, ხომეინის შეისწავლის ეთიკას, ფილოსოფიას, ლოგიკას. შემდეგ მიემგზავრება ნაჯაფში.

მარჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხომეინი იღებს ქვეყნის რელიგიურ წინამძღოლობას 1962 წელს – აიათოლა ალ–უზმა აბულყასიმ ქაშანის გარდაცვალების შემდგომ. ამ პერიოდში შაჰ ფეჰლევის ენყელაფ ე–სეფიდი, რაც მიმართული იყო ქვეყნის სრული სეკულარიზაციისა და ვესტერნიზაციისაკენ, ხალხსა და სასულიერო კლასს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. 1963 წლის იანვარში, როცა შაჰმა საბოლოოდ ცნო ენყელაფ ე–სეფიდი სახელმწიფო მოქმედებების მთავარ დოქტრინად, სადაც შაჰის გარდა სხვა ავტორიტეტისთვის ადგილი არ რჩებოდა – ასეთ ავტორიტეტებად უპირველეს ყოვლისა მოიაზრებოდა სასულიერო პირები და, მათ შორის, აიათოლა ხომეინი. 24 იანვარს ირანის შეიარაღებული ძალების ორმა ჯავშანსატანკო დივიზიამ ალყაში მოაქცია ყუმი, მაგრამ შიგნით შესვლაზე უარი განაცადეს. 1963 წელს, 3 ივნისს აშურას ცერემონიალზე, ფაიზიას მადრასაში გამოსვლისას აიათოლა ხომეინიმ მკაცრად გააკრიტიკა შაჰი. 5 ივნისს, აიათოლა ხომეინი დააპატიმრეს სავაქის თანამშრომლებმა. 5-8 ივნისს ირანს გადაუარა მღელვარებათა ტალღამ. შეტაკებებს 400–მდე დემონსტრანტი შეეწირა, 8 ივნისს კი აიათოლა ხომეინიმ მიმართა ხალხს, შეეწყვიტათ წინააღმდეგობა მსხვერპლის აცილების მიზნით. აიათოლა ხომეინი გაათავისუფლეს რვა თვის შემდეგ, თუმცა მალევე დაატოვებინეს ირანი.

განდევნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიათოლა ხომეინი თავდაპირველად ბურსაში გაემგზავრა, თუმცა მალევე დატოვა იგი და ჩავიდა ნაჯაფში , სადაც დაიწყო მოღვაწეობა და შექმნა მისი ფუნდამენტალური ნაშრომი – ვილაიათ ე–ფაყიჰი. 1978 წელს ერაყის ვიცე–პრეზიდენტმა, სადამ ჰუსაინმა მისი ვაჟის, მუსტაფას მკვლელობის შემდეგ "ურჩია" აიათოლა ხომეინის ერაყის დატოვება. აიათოლა ხომეინი ჩავიდა საფრანგეთში, სადაც დაჰყო ოთხი თვე.

დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიათოლა ხომეინის განდევნილობის პერიოდში ირანში სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო – საშინელი კონტრასტი მოსახლეობასა და მმართველ კლანს შორის, კორუფცია, უცხოელების პრივილეგიები და ა.შ. 1979 წლის 16 იანვარს შაჰმა დატოვა ირანი, თუმცა იმედოვნებდა რომ მუჰამად მუსსადიყის შემთხვევის მსგავსად, სიტუაცია მოგვარდებოდა. 1979 წლის 1 იანვარს აიათოლა ხომეინი ჩავიდა ირანში, სადაც მას დახვდა მილიონობით მხარდამჭერი – მხოლოდ თეირანის აეროპორტის მახლობლად მას ელოდა 3 მილიონამდე მომხრე. 1979 წლის 11 თებერვალს (ირანული კალენდრით 22 ბაჰმანს) მომხდარი მოვლენები ისტორიაში შევიდა ირანის ისლამური რევოლუციის სახელით

ისლამური რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი სახელმწიფო მოეწყო ვილაიათ ე–ფაყიჰის მოდელის მიხედვით, ხოლო პირველ პრეზიდენტად აირჩიეს სამოქალაქო იურისტი აბულჰასან ბანისადრი. ეკონომიკა თვითკმარი ფორმულის მიხედვით განვითარდა.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიათოლა ხომეინის საგარეო პოლიტიკა მიმდინარეობდა ირანის ისლამური რევოლუციის დევიზის – "შურავი ვა ამრიქა, დოშმანან ე–ხალყ ე–მა" (საბჭოთა კავშირი და ამერიკა – ორივე ჩვენი ხალხის მტერია) მიხედვით, ატარებდა მკაცრ მიუმხრობლობის პოლიტიკას, მხარს უჭერდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას, აპართეიდის საწინააღმდეგო გამოსვლებს სამხრეთ აფრიკაში.

ირან–ერაყის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბულმა სეკულარულმა რეჟიმებმა დიდი საფრთხე დაინახეს ირანის ისლამური რევოლუციის გავრცელებაში, განსაკუთრებით კი ეს საფრთხე დაემუქრა ერაყის ბაასისტურ რეჟიმს. გარდა უშუალო მეზობლობისა, ერაყში იყო მრავალრიცხოვანი შიიტური მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ამას დაემატა ირანის მიუმხრობლობა და ერაყმა ორივე ზესახელმწიფოსა და მხარდაჭერა მოიპოვა. 1980 წლის აგვისტოში ერაყმა გააუქმა ალჟირის შეთანხმება, ხოლო სექტემბერში ერაყის არმიამ შეუტია ირანს და დაიკავა ხუზესტანი. დაიწყო ირან–ერაყის ომი1982 წლის დასაწყისში ირანმა შეძლო ომის სასწორის სათავისოდ შემობრუნება, როდესაც სუსანგარდსა და ბოსტანთან დაამარცხა ერაყის არმია, ხოლო 1982 ბოლოსთვის აიღო ხორემშაჰრი, 19 000–მე ერაყელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ომი გრძელდებოდა 1988 წლამდე, რაც საბოლოოდ ომამდელი პოზიციების აღდგენით დასრულდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 3 ივნისს, ორკვირიანი მკურნალობის მიუხედავად, რუჰოლა ხომეინი გარდაიცვალა. დასაფლავებას დაესწრო მილონობით ადამიანი, რომლებმაც კინაღამ შეიწირეს ხომეინის ხის კუბო – ყველა ცდილობდა მიახლოვებოდა და შეხებოდა იმამს.

მსოფლმხედველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან, აიათოლა ხომეინი არასოდეს მოიხსენიებდა ისრაელის სახელმწიფოს სახელით, არამედ მის მაგივრად იყენებდა ფრაზას "რაჟიმ ე–იშგალღარ ე–ყუდს" (წმინდა მიწის დამპყრობი რეჟიმი). ამავე ფრაზით მოიხსენიება ისრაელი ირანის ოფიციალურ წყაროებში და აჰმადინეჟადის ცნობილი გამოთქმაც შეიცავს ამ ფრაზას.

მშვენიერი სქესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაჰრა ეშრაყი, აიათოლა ხომეინის შვილიშვილი იხსენებს: ბაბუა საკმაოდ დიდი პატივისცემით ეკიდებოდა მშვენიერ სქესს. მრავალი მისი ფათვა ეხება ქალების დაცვას ოჯახური ძალადობისაგან. მას არასდროს უთქვამს: რადგან ქალი ხარ, ეს ასე გააკეთე, ან რადგან ქალი ხარ, უფრო მამაკაცზე ნაკლები ხარ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brumberg, Daniel (2001). Reinventing Khomeini: The Struggle for Reform in Iran. University of Chicago Press. ISBN 0-226-07758-6. 
  • Daniel, Elton L. (2001). The History of Iran. Greenwood Press. ISBN 0-313-30731-8. 
  • DeFronzo, James (2007). Revolutions And Revolutionary Movements. Westview Press. ISBN 0-8133-4354-2. 
  • Karsh, Efraim (2007). Islamic Imperialism: A History. Yale University Press. ISBN 0-300-12263-2. 
  • Khomeini, Ruhollah; Algar, Hamid (2002). Islamic Government: Governance of the Jurist. Alhoda UK. ISBN 964-335-499-7. 
  • Keddie, Nikkie R. (2003). Modern Iran: Roots and Results of Revolution. Yale University Press. ISBN 0-300-09856-1. 
  • Milani, Mohsen M. (1994). The Making of Iran's Islamic Revolution: From Monarchy to Islamic Republic. Westview Press. ISBN 0-8133-8476-1. 
  • Moin, Baqer (2000). Khomeini: Life of the Ayatollah. St. Martin's Press. ISBN 0-312-26490-9. 
  • Rāhnamā, 'Ali (1994). Pioneers of Islamic Revival. Macmillan. ISBN 1-85649-254-0. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DeFronzo 2007. "born 22 September 1901..."
  2. History Of Iran Ayatollah Khomeini - Iran Chamber Society. Iranchamber.com. წაკითხვის თარიღი: 5 January 2013.
  3. Khomeini Life of the Ayatollah By BAQER MOIN“, The New York Times. წაკითხვის თარიღი: 19 January 2012. 
  4. Imam Khomeini Official Website | پرتال امام خمینی. harammotahar.ir. წაკითხვის თარიღი: 9 March 2012.
  5. Karsh 2007. "Born on 22 September 1901
  6. (28 November 2012) The Princeton Encyclopedia of Islamic Political Thought. Princeton University Press, გვ. 518. ISBN 9781400838554. 
  7. (8 April 2004) Fundamentalism: The Search For Meaning: The Search For Meaning, reprint, Oxford University Press, გვ. 29. ISBN 9780191517389. 
  8. (31 July 2013) Modern Middle East Authoritarianism: Roots, Ramifications, and Crisis. Routledge, გვ. 168. ISBN 9781135007317.