რუსუდან ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუსუდან ბოლქვაძე
Rusudan Bolkvadze.jpg
დაბ. სახელი რუსუდან ბოლქვაძე
დაბ. თარიღი 6 ნოემბერი, 1959 (1959-11-06) (59 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1980 – დღემდე

რუსუდან ბოლქვაძე (დ. 6 ნოემბერი, 1959, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.

1980 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტი აღიარებულ (ღვაწლმოსილ) პედაგოგთან პროფესორ ლილი იოსელიანთან.

1980 წელს დიდმა ქართველმა რეჟისორმა და პედაგოგმა მიხეილ თუმანიშვილმა მიიწვია თავის ახლად შექმნილ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალურ სახელოსნოში, სადაც გამოცდილი ხელოვანი თავის მოწაფეებთან ერთად ახალ შემოქმედებით გზებს ეძიებდა. მოგვიანებით „სახელოსნო“ ჩამოყალიბდა როგორც „კინომსახიობთა თეატრი“, რომელმაც ეპოქა შექმნა თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში. თეატრმა წარმატებით იმოგზაურა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში . განსაკუთრებით აღსანიშნავია თუმანიშვილის დადგმები „დონ ჟუანი“, „ბაკულას ღორები“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „ჩვენი პატარა ქალაქი“, სადაც რუსუდან ბოლქვაძე წამყვან როლებს ასრულებდა.

თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრი მის სახელს ატარებს და რუსუდან ბოლქვაძე 1980 წლიდან დღემდე ამ თეატრის („თუმანიშვილის თეატრის“) წევრია, თუმცა პარალელურად საქართველოს სხვადასხვა თეატრებშიც თამაშობს.

იღებს მონაწილეობას კინოფილმებში და სატელევიზიო პროგრამებში:

  • 2000 წელს თუმანიშვილის თეატრში ჩატარდა(„One Man Show“ ,ბენეფისი, შემოქმედებითი საღამო).
  • 2005 წელს გალერეა ტმს.ში და თუმანიშვილის თეატრში მოეწყო მისი ფოტონამუშევრების პერსონალური გამოფენა.

ჩაბმულია საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში 2008,2010 და 2011 წლებში დადგა სასკოლო სპექტაკლები „მევიოლინე სახურავზე“, „ენი“(Annie) და „კავკასიური ცაცრის წრე“

  • 2010 წელს დადგა სპექტაკლები ომის შედეგად დევნილ ბავშვებთან.
  • 2012 წელს თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დადგა სპექტაკლი „ზვავი“ (თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]