ნემანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნემანი
Liskiava Neman.jpg
მდინარე ნემანი სოფელ ლიშკიავასთან
ქვეყანა ლიეტუვა, ბელარუსი, რუსეთი
ქალაქები გროდნო, ალიტუსი, კაუნასი
სიგრძე 937 კმ
აუზის ფართობი 98 200 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ნემანი ვიკისაწყობში

ნემანი (ლიეტ. Nemunas, ბელარ. Нёман, გერმ. Memel, პოლ. Niemen) — მდინარე ბელარუსში, ლიეტუვაში და რუსეთის კალინინგრადის ოლქში. ქვემო დინებაში წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს რუსეთსა და ლიეტუვას შორის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე სათავეს იღებს მინსკის მაღლობის სამხრეთით, ზემო დინებაში მიედინება ნემანის დაბლობზე, ხოლო ქვემოთში კი გადადის შუა ლიეტუვის დაბლობში და ერთვის ბალტიის ზღვის კურშის ყურეს. წყლის საშუალო ხარჯია 678 მ3/წმ. წყალდიდობა იცის მარტიდან მაისის ჩათვლით. იყინება დეკემბერში, ყინულძვრაა მარტში, ზოგჯერ თებერვალში ან აპრილში.

შენაკადები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ნემანს 180-მდე შენაკადი აქვს, რომელთაგან უმთავრესია: მარჯვენა შენაკადები - სვისლოჩი, მერკისი, ნერისი, ნევეჟისი, დუბისა, იურა და მარცხენა შენაკადები: შეშუპე, უშა, ლოშა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]