დავით ჩხეიძე (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ჩხეიძე
დაბ. თარიღი 1890
დაბ. ადგილი დიმი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1937
ფსევდონიმი დია ჩიანელი
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი

დავით მელიტონის ძე ჩხეიძე (ფსევდონიმი დია ჩიანელი) (დ. 1890, დიმი, ბაღდათის რაიონი1937) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიის-ფილოლოგიის ფაკულტეტი, რევოლუციური საქმიანობისათვის გადაასახლეს ბაქოში. 1915-1917 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ბაქოს გიმნაზიაში, 1917-33 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-37 კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-34 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორი. მისი პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული „შემოდგომის ცრემლები“ 1918 წელს გამოქვეყნდა. დავით ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოები, რომანი „გიონ დარნა“ 1929 წელს გამოვიდა. თავის სიცოცხლეშივე გამოსცა პროზაული კრებული „ორბი“ (1933). თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას, იყო საქართველოს მწერალთა კავშირის (1926-280), საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის (1928-32), საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის (1932-37) ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე. დავით ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: „ურაგანი“, „ბეთქილი“, „ბაილი“, „ნაირმალი“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]