ზაირა არსენიშვილი
| ზაირა არსენიშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1933 ან 30 ნოემბერი, 1930[1] |
| დაბადების ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი | 9 აგვისტო, 2015[1] |
| გარდაცვალების ადგილი | თელავი, საქართველო |
| საქმიანობა | მწერალი[1] , სცენარისტი[1] და დრამატურგი[1] |
| ენა | ქართული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ზაირა ივანეს ასული არსენიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1933, თელავი — გ. 9 აგვისტო, 2015, იქვე) — ქართველი სცენარისტი, მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1956 წელს II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ერლომ ახვლედიანთან ერთად — სსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983 — საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (ნუცა ალექსი-მესხიშვილი, 2009). იყო ავტორი რამდენიმე რომანისა, მ. შ., „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“ (1997; საქართველოს სახელმწიფო პრემია – 1998).
ზაირა არსენიშვილი 2015 წელს გარდაიცვალა, დაკრძალეს თელავში.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კერესელიძე მარინა, „ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბ., 2010
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ თოფურია, თეა (10 აგვისტო, 2020). „„მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს“ - გვიან დაფასებული ზაირა არსენიშვილი“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|date=-ში (დახმარება)
- დაბადებული 30 ნოემბერი
- დაბადებული 1933
- დაბადებული 1930
- თელავში დაბადებულები
- გარდაცვლილი 9 აგვისტო
- გარდაცვლილი 2015
- საქართველოში გარდაცვლილები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ქართველი სცენარისტები
- ქართველი ქალი მწერლები
- თელავის საპატიო მოქალაქეები (2009)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- არსენიშვილები
- მწერლები ანბანის მიხედვით