ქეთევან ბოჭორიშვილი
ქეთევან ბოჭორიშვილი (დ. 12 თებერვალი, 1981) — ქართველი თანამდებობის პირი. „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით საერთაშორისო და რეგიონულ კონფლიქტებში 2005 წელს, ასევე დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებები. ასევე, იტალიაში „ბოკონის“ მენეჯმენტის სკოლაში სწავლისას მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო მენეჯმენტში.
ქეთევან ბოჭორიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილეც იყო. ამ თანამდებობებზე ყოფნისა და შვიდწლიანი მუშაობის პერიოდში, მან გაატარა კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართული არაერთი რეფორმა. მოიზიდა მრავალმილიონიანი უცხოური ინვესტიციები. ხელი შეუწყო ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. მისი გუნდის ინიციატივით განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, „უმასპინძლე საქართველოში“ და „გადაიღე საქართველოში“.
1999–2006 წლებში საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭოები, პროექტის მენეჯერი; 2007–2008წლებში VISION & VALUE Management Consulting (რომი, იტალია), ანალიტიკოსი; 2008–2010 წლებში ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი; 2010–2012 წლებში სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, დირექტორი; 2012-2017 წლებში. 2017 წლიდან „ანაკლია სითის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
ქეთევან ბოჭორიშვილი ამჟამად „ანაკლია სითის“ პროექტს უძღვება და თვლის, რომ ეს მთლიანად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო ბიზნესგარემოს. სწორედ მისი აზრით, ეს არის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ეს არის ის რომელიც აძლევს ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, არატრანსფარენტული გარემო და კონკრეტულ პროექტებზე მიზანმიმართული ზეწოლა, ბოჭორიშვილის თქმით, უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ახლაც და შემდგომ ეტაპზეც, რაც მკვეთრად დააზარალებს ქვეყანას.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის გაშენებას გულისხმობს. ვფიქრობ, ამ ახალი როლით შევძლებ კიდევ უფრო წარმატებული პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობას, მუდმივი არაფერიაა. უკვე 7 წელია აღნიშნულ თანამდებობას ვიკავებ და ვთვლი, რომ ჩემი პოტენციალი და კონტრიბუცია კერძო სექტორისკენ იყოს მიმართული“, — განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.[1]
საზღვარგარეთ პირველად 1997-1998 წლებში, „მომავალ ლიდერთა გაცვლითი“ პროგრამით აღმოჩნდა. ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა, სწორედ, ამერიკამ მოახდინა. რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ამავე პროგრამის კურსდამთავრებულთა ასოციაციას და „გიჟური იდეები“ ყველაზე მეტად მაშინ იყრიდა თავს. მუშაობდა ამერიკულ საბჭოებში და იტალიის საკონსულტაციო კომპანიაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე, „ფონდ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში“ დაიწყო მუშაობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქეთევან ბოჭორიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ქეთევან ბოჭორიშვილი — ეS პერსონა
- ქეთევან ბოჭორიშვილი — ქალი „მომავლის ქალაქში“ — Forbes Georgia