ჟუჟუნას მზითევი
იერსახე
„ჟუჟუნას მზითევი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | სიკო ფალავანდიშვილი |
სცენარის ავტორი | სიკო ფალავანდიშვილი |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი | ვლადისლავ პოზნანი |
მხატვარი | შალვა მამალაძე |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1934 |
ხანგრძლივობა | 80 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | მუნჯი |
ჟუჟუნას მზითევი — 1934 წლის ქართული მხატვრული კომედიური ჟანრის შავ-თეთრი მუნჯი ფილმი. დამდგმელი რეჟისორი სიკო ფალავანდიშვილი. გახმოვანებულია 1965 წელს. რეჟისორმა ფილმის პრემიერის შემდეგ კინოსტუდიის ეზოში თავი მოიკლა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
კომედია ლაღი იუმორით მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობს ღარიბი გლეხი ვარდენი მდიდარი საცოლის მზითევის საშუალებით თავისი მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებას. მაგრამ მისი სიღარიბე მაჭანკალსაც აფრთხობს. თანასოფლელ ჟუჟუნას რეკომენდაციით ვარდენს სამუშაოს შესთავაზებენ. მალე პატიოსანი გლეხი საჭირო, დაფასებული ადამიანი ხდება და ჟუჟუნაც აღარ თაკილობს მის მიჯნურობას.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გაბელაშვილი (ვარდენი–ცხენიპარია)
- კირილე მაჭარაძე (მოხუცი მჭედელი)
- ალექსანდრა თოიძე (ჟუჟუნა–მჭედელის ქალიშვილი)
- ილია მამფორია (გალაქტიონი–კულაკი)
- არკადი ხინთიბიძე — ყრუ–მუნჯი
- დ. ალავიძე (კოლმეურნე)
- პეტრე ჯალაღანია (კოლმეურნეობის თავ–რე)
- კ. ხინთიბიძე (ბიჭი)
- ქეთევან ანდრონიკაშვილი(ჟუჟუნას მამიდა)