შალვა მამალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.

შალვა პეტრეს ძე მამალაძე (დ. 8 აგვისტო, 1895, სოფ. ხევი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი, 1963, თბილისი) — ქართველი მხატვარ-პეიზაჟისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო ერთ-ერთი პირველი სტუდენტი 1922 წელს თბილისში გახსნილი სამხატვრო აკადემიისა, სადაც ერთდროულად ეუფლებოდა ფერწერასა და არქიტექტურას. დიდია მისი დამსახურება ქართული პეიზაჟური მხატვრობის წინაშე. ამ ჟანრში იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედი. მის კალამს ეკუთვნის ათასამდე ტილო, რომელშიც მხატვარმა უმღერა თავის სამშობლოს. მხატვრის შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „სოფლის ხედი“, „ტყიბულის ხედი“, „ცემი“, „მთის სოფელი“ და სხვა. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისივე აღმზრდელი აკადემიის პროფესორი.

შალვა მამალაძე პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში. მან გააფორმა „ნარინჯის ველი“, „დიადი განთიადი“, „კოლხეთის ჩირაღდნები“ და სხვა. ერთხანს მუშაობდა „უზბეკფილმში“. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 244, თბ., 1994