ქეთევან ანდრონიკაშვილი (მსახიობი)
იერსახე
ქეთევან ანდრონიკაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ქეთევან ანდრონიკაშვილი |
დაბადების თარიღი |
27 ოქტომბერი, 1862 ყვარელი |
გარდაცვალების თარიღი |
1 თებერვალი, 1941 (78 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ქეთევან ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილი (ქალიშვილობის გვარი ზურაბიშვილი) (დ. 27 ოქტომბერი, 1862, ყვარელი — გ. 1 თებერვალი, 1941, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1933).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი. 1881–1882 წლებში მონაწილეობდა თელავის სცენისმოყვარეთა წრის წარმოდგენებში. 1884–1891 წლებში მუშაობდა თბილისის თეატრებში, 1892–1917 წლებში ბაქოს ქართულ თეატრში. 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრებსა და კინოსტუდიაში. როლები: ქეთევანი (დავით ერისთავის „სამშობლო“), ოროსმე (ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), მარინე (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), თამარი (აკაკი წერეთლის „თამარ-ცბიერი“) და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 451.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 153.