ჟვანიას კაბინეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟვანიას კაბინეტი წარმოადგენს 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ მინისტრთა კაბინეტს. 2004 წლის 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით აღდგენილ იქნა პრემიერმინისტრის თანამდებობა, რის შედეგადაც 2004 წლის 17 თებერვალიდან პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.[1] საკონსტიტუციო ცვლილებებით ასევე შეიქმნა მინისტრებით დაკომპლექტებული მთავრობა, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ძალოვანი მინისტრები არა პრემიერმინისტრის, არამედ პრეზიდენტის უფლებამოსილებას ექვემდებარებოდნენ. პრეზიდენტს შეეძლო ასევე მთავრობის დამოუკიდებლად მოწვევა და წარმართვა. 2005 წელს, ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ პრემიერმინისტრის თანამდებობა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დაიკავა.[1]

კაბინეტის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამდებობა სურათი სახელი პარტია
პრემიერმინისტრი
ზურაბ ჟვანია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი,

გაერთიანებული დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფინანსთა მინისტრი
ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე საქართველოს მოქალაქეთა კავშირი,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საგარეო საქმეთა მინისტრი
თედო ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

ლტოლვილთა და

განსახლების მინისტრი

ეთერ ასტემიროვა ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

განათლების მინისტრი
ალექსანდრე ლომაია ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

ჯანდაცვის მინისტრი
გიგი წერეთელი გაერთიანებული დემოკრატები,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ინფრასტრუქტურის მინისტრი
თამარ სულუხია პარტიის გარეშე
გარემოს დაცვის მინისტრი
თამარ ლებანიძე ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

ენერგეტიკის მინისტრი
ნიკოლოზ გილაური ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

თავდაცვის მინისტრი
გელა ბეჟუაშვილი ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
თამარ ბერუჩაშვილი ერთიანი ნაციონალური

მოძრაობისთვის, პარტიის გარეშე

სახელმწიფო მინისტრი ეროვნული თანხმობის პოლიტიკაში გურამ აბსანძე
სახელმწიფო მინისტრი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებში ჯამბულ ბაკურაძე საარჩევნო ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს",

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
გოგა ხაინდრავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის,

პარტიის გარეშე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მაცაბერიძე, მალხაზ (2019). "საქართველოს პოლიტიკური სისტემა". თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ISBN 978-9941-13-830-0