ეთერ ასტემიროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეთერ ასტემიროვა (დ. 1943, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, სოფელი განახლება) — ქართველი პოლიტიკოსი, იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაცია. 1961 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში ტექნიკოს-ჰიდროლოგად. სადაც მუშაობდა 1967 წლამდე. 1967-1970 წლებში მუშაობდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის მელიორაციის სამინისტროში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინრად, უფროს ინჟინრად. 1977-1978 წლებში მუშაობდა კალუგაში სამშენებლო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად. 1978-1985 წლებში მუშაობდა კარელიის ჩრდილო-დასავლეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტში უფროს ინჟინრად. 1985 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განყოფილების უფროსად. პარალელურად იგი კითხულობდა ლექციების კურსს ზოგად ჰიდროლოგიაში აფხაზეთის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 1991 წელს არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და საპროცედურო საკითხების, დეპუტატთა უფლებამოსილებისა და ეთიკის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ. 1992-1995 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995-2000 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე. 2003 წლის 23 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]