შინაარსზე გადასვლა

ჟეროები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟეროები

სამეფო ჟერო
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Platalea (Linnaeus, 1758)
სახეობები

ჟეროები[1] (ლათ. Platalea) — ფრინველთა გვარი ივეოსისებრთა ოჯახისა. აერთიანებს ექვს სახეობას.

მისი სხეულის სიგრძეა 95 სმ, ხოლო მასა 2 კგ. ფრთის შლილი 115—135 სმ-მდეა. ახასიათებთ გრძელი, კოვზისმაგვარი (რის გამო ნისკარტკოვზასაც უწოდებენ) ნისკარტი. დანარჩენი თვისებები ემთხვევა მათ მონათესავე ივეოსისებრთა თვისებებს.

გავრცელებულნი არიან ევრაზიის რამდენიმე რეგიონში, ძირითადად ხმელთაშუა, შავი, ყვითელი და იაპონიის ზღვების მიმდებარე ტერიტორიებზე. რამდენიმე პოპულაცია გვხვდება აფრიკასა და ინდოეთში.

ჟეროები ბუდობენ კოლონიებად. ბუდის აშენებენ ხეებზე, ბუჩქნარსა და ლერწმის ტევრებში. დებს 3-4 თეთრ, მურა-წითელ ლაქებიან კვერცხს, რომლის ზომებია 69 × 45 მმ. ინკუბაცია 25 დღე-ღამე გრძელდება, რომლის შემდეგ იბადებიან თეთრ ღინღლიანი ბარტყები. მათ მშობლები ორმოცდაათი დღის განმავლობაში კვებავენ. სქესობრივ სიმწიფეს 3-4 წლის ასაკში აღწევენ. ველურ ბუნებაში ისინი 28 წელზე მეტხანს ცოცხლობენ.

  • Josep del Hoyo et al.: Handbook of the Birds of the World, Band 1 (Ostrich to Ducks). Lynx Edicions, 1992, ISBN 84-87334-10-5

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 147.